ირაკლი კობახიძე - ოპოზიციამ გადაწყვიტა წინასაარჩევნოდ პრორუსული გახდეს - იმ 30%-მდე შედეგსაც ვერ მიიღებენ, რაც დღემდე ჰქონდათ რეიტინგების მიხედვით - მატყუარა პოლიტიკოსებს საზოგადოება მხარს არ დაუჭერს

ოპოზიციამ გადაწყვიტა წინასაარჩევნოდ პრორუსული გახდეს, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

პრემიერის თქმით, ხალხს არაფერი ავიწყდება და ოპოზიცია იმ 30 %-მდე შედეგსაც ვერ მიიღებს, რაც დღემდე რეიტინგების მიხედვით ჰქონდათ.

როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, „მატყუარა პოლიტიკოსებს საზოგადოება მხარს არ დაუჭერს“.

„თქვენ გახსოვთ, რომ ჩვენ პრორუსულ ხელისუფლებად გვაცხადებდნენ იმის გამო, რომ არ დავაწესეთ სანქციები, ვიღებდით საქართველოში რუს ტურისტებს და ასე შემდეგ. რის გამოც ჩვენ პრორუსულ ხელისუფლებად გვაცხადებდნენ, ახლა იმაზე თავად საუბრობენ. საუბრობენ, რომ ხელგაშლილი უნდა ვიყოთ რუსი ტურისტების მიმართ, უნდა დავაწესოთ სანქციები რუსეთის მიმართ და ასე შემდეგ. დღეს, ალბათ, ყველამ მოისმინა პარლამენტის თავმჯდომარის ბრიფინგი ამ თემასთან დაკავშირებით, შალვა პაპუაშვილმა დეტალურად გაიხსენა თითოეული განცხადება, რომელიც მიმართული იყო იმისკენ, რომ საქართველო გამხდარიყო არა მხოლოდ რისკების ქვეშ მყოფი ქვეყანა, არამედ პირდაპირ სამხედრო კონფლიქტში ჩართულიყო. ეს არის განცხადებები და ის არქივი, რომელსაც ეს პოლიტიკური ძალები ვერ გაექცევიან. დღეს ხედავენ როგორია საზოგადოების განწყობა. საზოგადოება აფასებს იმ მიდგომას, რომელიც ჩვენს ხელისუფლებას ჰქონდა ამ 2 წლის განმავლობაში ჰქონდა, რის გამოც ჩვენ ოპოზიციამ და მათმა ძალებმა პრორუსულ ხელისუფლებად გამოგვაცხადეს, ახლა თავად გადაწყვიტეს, რომ პრორუსები გახდნენ და შესაბამისი განცხადებები გააკეთონ. ეს ყველაფერი მეტყველებს ორმაგ სტანდარტზე და მეორე, ისინი გათვლებს არასწორად აკეთებენ. მათ ჰგონიათ, რომ მარტივად შეიძლება ხალხი მოატყუო და მათ შეიძლება დაავიწყდეთ ის, რაც გასული 2 წლის განმავლობაში ხდებოდა. რა თქმა უნდა, ხალხს არაფერი ავიწყდება. აქედან გამომდინარე, ისინი იმ 30 %-მდე შედეგსაც ვერ მიიღებენ, რაც დღემდე ჰქონდათ რეიტინგების მიხედვით. მატყუარა პოლიტიკოსებს საზოგადოება მხარს არ დაუჭერს“, - განაცხადა კობახიძემ.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება