ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერმა და საკრებულოს თავმჯდომარემ მიმდინარე ინფრასტრუქტურული სამუშაოები დაათვალიერეს

ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერმა ოთარ არბოლიშვილმა და საკრებულოს თავმჯდომარემ დავით ზაალიშვილმა მიმდინარე ინფრასტრუქტურული სამუშაოები დაათვალიერეს.

ამის შესახებ ინფორმაციას ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

მათი ცნობით, ხელმძღვანელი პირები რამდენიმე ლოკაციაზე იმყოფებოდნენ, სადაც პროექტით გათვალისწინებული სამუშაოები დაათვალიერეს.

„მიმდინარე ინფრასტრუქტურული სამუშაოები როგორც ადგილობრივი, ისე მუნიციპალური განვითარების ფონდის მხარდაჭერით ხორციელდება.

„დაბა ახალდაბაში, ბორჯომის ქუჩაზე, ცენტრალური გზის გამყოლი ღობეების რეაბილიტაცია 1 აპრილიდან დაიწყო და სამუშაოები ინტენსიურად მიმდინარეობს.

პროექტის ფარგლებში მოეწყობა გზის პირას მდებარე სახლების ღობეები და ჭიშკრები. დამონტაჟდება გარე განათების სისტემა.

სამუშაოები მუნიციპალური განვითარების ფონდის და ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით ხორციელდება.

დაბა წაღვერის პარკის რეაბილიტაცია ინტენსიურად მიმდინარეობს.

პარკი 10 500 კვ.მ. ფართობზე გაშენდება. პროექტის მიხედვით, წაღვერის პარკში დაგეგმილია ბავშვთა გასართობი და მოსასვენებელი სივრცეების, კაფეს და სხვა კომერციული ობიექტების მოწყობა.

პარკში განთავსდება ფანჩატურები, საცოცი კედელი, ხიდები, წყლის არხი და სხვა საჭირო ინფრასტრუქტურა. ასევე, მოეწყობა ფოტოგადაღების ჯიხური „ფოტო ხაჩიკა“ და მისი მონუმენტი.

პროექტი ადგილობრივი და სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება.

ე.წ ,,პლატოზე" ფეხბურთის მოედნისა და ჩოგბურთის კორტების მოწყობის სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს.

პროექტი მიხედვით, ჩოგბურთისა და ფეხბურთის სტადიონის გარდა, მოეწყობა - ფანჩატური, ტრიბუნები, საფეხმავლო ბილიკები, მცირე საყრდენი კედელი, მოაჯირი და სივრცე პარკინგისთვის; დამონტაჟდება ტენისის მაგიდაც.

მიმდინარე ინფრასტრუქტურული სამუშაოები ადგილობრივი ბიუჯეტიდან ფინანსდება“,- ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

პაატა ცაგარეიშვილი - თურქეთი რეგიონში იკავებს დომინანტურ მდგომარეობას და მას მარტივად შეეძლება, სამხრეთ კავკასიის სამივე ქვეყნისთვის მისთვის სასურველი ტარიფების შეთავაზებით, კონკურენტუნარიანი გადაზიდვის მიმართულება შეარჩიოს
ქართული პრესის მიმოხილვა 01.06.2026
კამპანია „ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ“ - KIAF-ის გრან-პრისა და 9 ჯილდოს მფლობელი გახდა
მილიონობით ლარის ინვესტიცია და რეგიონული ჰაბი - NMG კვების ინდუსტრიის ახალ სტანდარტს აწესებს
„Biograpi Living“ დეველოპერულ ბაზარზე ოპერირების 3 წელს აღნიშნავს და 5 ახალ პროექტს აანონსებს
„გამარჯვება გაზიარებით იწყება“ – „სოკარმა“ ახალი მასშტაბური გათამაშება დაიწყო
„ორიენტირი ლისი“ - ახალი ბუტიკური უბანი ლისის ტბიდან 300 მეტრში
ქართველმა ექიმმა ჩინეთიდან საქართველოში, 6 000 კილომეტრის დაშორებით, ტელერობოტული ოპერაცია ჩაატარა - ისტორია დაწერილია