ფინანსთა მინისტრი - საქმიანობა, რომელსაც „საქსტატი“ ახორციელებს, უმნიშვნელოვანეს როლს თამაშობს საქართველოს განვითარებაში

საქმიანობა, რომელსაც „საქსტატი“ ახორციელებს, უმნიშვნელოვანეს როლს თამაშობს საქართველოს განვითარებაში, - ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა „სტატისტიკის“ ეროვნული სამსახურის 105 წლისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მისი თქმით, სწორი ფისკალური პოლიტიკის დაგეგმვისათვის, ხარისხიან, სანდო და ყოვლისმომცველ ინფორმაციას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს.

მან ხაზი იმ მნიშვნელოვან როლს გაუსვა, რომელსაც ქვეყნის განვითარებისათვის, დამოუკიდებელი და მაღალკვალიფიციური სტატისტიკის სამსახური ასრულებს. ქვეყანაში საერთაშორისო, საუკეთესო პრაქტიკის დანერგვით წარმოებული სტატისტიკური მონაცემების რეგულარული წარმოების გზით.

„ამ კუთხით სტატისტიკის სამსახური ნამდვილად გამორჩეული ინსტიტუციაა, რომელიც მუდმივად აუმჯობესებს საკუთარი საქმიანობის ხარისხს და ამარაგებს პოლიტიკის განმახორციელებლებსა, თუ სხვა დაინტერესებულ პირებს მაღალი ხარისხის ინფორმაციით. აღსანიშნავია, რომ 2019 წელს წარმატებით განხორციელდა SNA2008 მეთოდოლოგიაზე გადასვლა, ხოლო მიმდინარე წელს მოხდა მშპ-ის და ეროვნული ანგარიშების სხვა ინდიკატორების მონაცემთა მწკრივის გადასინჯვა ევროპის მონაცემთა გადასინჯვის ჰარმონიზებული პოლიტიკის შესაბამისად (Harmonized European Revision Policy). 2020 წელს „საქსტატმა“ ერთ-ერთმა პირველმა დანერგა შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის ILO-ს ახალი მეთოდოლოგია. დასაქმება-უმუშევრობის სტატისტიკაში აღსანიშნავია, რომ მსოფლიო ბანკის მონაცემების მიხედვით, საქართველოს სტატისტიკის სისტემა მსოფლიოში მე-15 ადგილზეა, ხოლო ევროპის საუკეთესო ქვეყნების ოცეულში მე-14 ადგილს იკავებს“, - განაცხადა ლაშა ხუციშვილმა, რომლის კომენტარსაც საქართველოს ფინანსთა სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, მან ასევე ისაუბრა თანამშრომლობის იმ პრაქტიკაზე, რომელიც ფინანსთა სამინისტროსა და სტატისტიკის ეროვნულ სამსახურს აქვს.

„თანამშრომლობა სამუშაო ჯგუფების ფორმატში მუშაობას გულისხმობს, მონაცემთა სწრაფ და უპრობლემო გაცვლას, მითუმეტეს რომ სტატისტიკის საწყისი მონაცემების ერთ-ერთი წყარო, ფინანსთა სამინისტროს სხვადასხვა საქვეუწყებო ინსტიტუტები არიან. ჩვენ ერთობლივ მუშაობას წინ, კიდევ არაერთი საინტერესო გამოწვევა უდგას, მათ შორის, ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მიღებასთან ერთად, აქტიურად ვმუშაობთ სტატისტიკის შემდგომი რეფორმირების მიმართულებით“, - აღნიშნა ლაშა ხუციშვილმა.

სიტყვის დასასრულს, ლაშა ხუციშვილმა სტატისტიკის სამსახურის თითოეულ თანამშრომელს მიულოცა საიუბილეო თარიღი და წარმატება უსურვა კიდევ ერთ მნიშვნელოვან პროექტში, რომელსაც „საქსტატი“ წელს ახორციელებს - ესაა მოსახლეობის საყოველთაო აღწერა.

კახა ბასილია - აშშ-ში რომ რონალდ რეიგანის მსგავსი პრეზიდენტი იყოს, ომი სწრაფად დამთავრდებოდა, არ არის საჭირო რუსეთთან ვაჭრობა! არ შეიძლება!
არმაზ ახვლედიანი - „ქართულმა ოცნებამ“ ისეთ დღეში ჩაიგდო თავი, რომ იმ უიშვიათეს შემთხვევაშიც კი, როცა ის შესაძლოა, მართალიცაა, მისი აღარავის სჯერა
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო