ქირურგიის ეროვნულ ცენტრში ახალი ტექნოლოგიების მეშვეობით სიმსივნური დაავადებების მკურნალობის ინოვაციური მეთოდი დაინერგა

კონ­სტან­ტი­ნე ერის­თა­ვის სა­ხე­ლო­ბის ქი­რურ­გი­ის ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტრი კი­ბოს მკურ­ნა­ლო­ბის ინოვა­ცი­უ­რი მე­თო­დე­ბის და­ნერგვას გა­ნაგ­რძობს - რა­დი­ო­თე­რა­პი­ის დეპარ­ტა­მენ­ტი ამე­რი­კუ­ლი კომ­პა­ნია Varian-ის ხე­ლოვ­ნუ­რი ინტელექტის მქონე ადაპტაციური სხივური ამაჩქარებლით აღიჭურვა.

Varian Ethos-ის ტექ­ნო­ლო­გია, რო­მე­ლიც სიმ­სივ­ნუ­რი და­ა­ვა­დე­ბე­ბის მკურ­ნა­ლო­ბა­ში რევოლუციურ მიღ­წე­ვად მი­იჩ­ნე­ვა, სა­ქარ­თვე­ლო­ში პირ­ვე­ლად გახ­და ხელ­მი­საწ­ვდო­მი და აქამ­დე არ­სე­ბულ მიდ­გო­მებ­თან შე­და­რე­ბით უფრო მა­ღა­ლი ეფექ­ტი­ა­ნო­ბით ხა­სი­ათ­დე­ბა. მისი ადაპტაცი­უ­რი შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბი უზ­რუნ­ველ­ყოფს სი­ზუს­ტეს ყო­ველ ნა­ბიჯ­ზე, პერსონალიზაციასა და კომ­ფორ­ტს, რაც პა­ცი­ენ­ტის მკურ­ნა­ლო­ბის უმაღ­ლეს სტან­დარტს წარმოად­გენს. უწყვე­ტი ვი­ზუ­ა­ლი­ზა­ცი­ის მეშ­ვე­ო­ბით Varian Ethos-ი ახორ­ცი­ე­ლებს მკურ­ნა­ლო­ბის დრო­ის კორექტი­რე­ბას, რათა მო­ერ­გოს პა­ცი­ენ­ტის პო­ზი­ცი­ას ან სუნ­თქვი­სა და ანა­ტო­მი­ის ცვლილებებს, რაც გვერ­დი­თი ეფექ­ტე­ბის შემ­ცი­რე­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბას იძ­ლე­ვა.

ქი­რურ­გი­ის ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტრის რა­დიო თე­რა­პი­ის დე­პარ­ტა­მენ­ტის ხელ­მძღვა­ნე­ლის ბე­სიკ სო­კუ­რაშ­ვი­ლის განმარტებით, აღ­ნიშ­ნუ­ლი აპა­რა­ტით თით­ქმის ყვე­ლა ლო­კა­ლი­ზა­ცი­ის ავთვი­სე­ბი­­ნი სიმ­სივ­ნე­­ბის მკურ­ნა­ლო­ბაა შე­საძ­ლე­ბე­ლი - ცენ­ტრა­ლუ­რი ნერ­ვუ­ლი სისტემის, თავ–კის­რის, ფილ­ტვის, ძუ­ძუს, კუჭ–ნაწ­ლა­ვის ტრაქ­ტის ორ­გა­ნო­ე­ბის, შარდ-სასქესო სის­ტე­მის ონ­კო­ლო­გი­უ­რი და­ა­ვა­დე­ბე­ბის, ლიმ­ფო­მე­ბის და ჰე­მა­ტო­ლო­გი­უ­რი სიმსივნე­ე­ბის, ძვლის და რბი­ლი ქსო­ვი­ლე­ბის, კა­ნის, თა­ვის ტვი­ნი­სა და ძვლე­ბის მრავლობითი მე­ტას­ტა­ზე­ბის რა­დი­ო­თე­რა­პია.

„ამე­რი­კუ­ლი კომ­პა­ნია Varian-ის აპა­რატ­მა Ethos-მა შე­საძ­ლებ­ლო­ბა მის­ცა ჩვენს განყოფილებას, უფრო ხა­რის­ხი­ა­ნად ვუმ­კურ­ნა­ლოთ პა­ცი­ენ­ტებს. აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ აპა­რა­ტი მთე­ლი მსოფ­ლი­ოს მას­შტა­ბით მხო­ლოდ და მხო­ლოდ 40-მდე სა­მე­დი­ცი­ნო ცენ­ტრში დგას, ერთ-ერთი მათ­გა­ნი კი სა­ქარ­თვე­ლო­ში, ქი­რურ­გი­ის ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტრის რა­დი­ა­ცი­უ­ლი ონკოლოგი­ის გან­ყო­ფი­ლე­ბაა“, - განმარტა ბესიკ სოკურაშვილმა.

ქი­რურ­გი­ის ეროვ­ნულ­მა ცენ­ტრმა და­ნერ­გა კიდევ ერთი მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ინო­ვა­ცი­უ­რი ტექნოლო­გიაც - რადიო ქი­რურ­გი­ა (SRS, SBRT), რაც მა­გა­ლი­თად, თა­ვის ტვი­ნის სიმ­სივ­ნუ­რი და­ა­ვა­დე­ბე­ბის მკურნალო­ბი­სას გან­სა­კუთ­რე­ბით ეფექ­ტუ­რია.

„მას არა­ნა­ი­რი შე­ხე­ბა არ აქვს ქი­რურ­გი­ას­თან, რად­გან მკურნალო­ბის არა­ინ­ვა­ზი­უ­რი მეთოდია, თუმ­ცა ეფექ­ტი ისე­თი­ვე აქვს, რო­გო­რიც ოპერაციული ჩა­რე­ვის დროს მიიღება.რადიო ქი­რურ­გი­ის მეშ­ვე­ო­ბით შეგ­ვიძ­ლია გა­ვა­კე­თოთ რო­გორც ინ­ტრაკ­რა­ნი­ა­ლუ­რი დას­ხი­ვე­ბე­ბი თა­ვის ტვინ­ში არ­სე­ბულ მე­ტას­ტა­ზებ­ზე, ასე­ვე ექ­სტრაკ­რა­ნი­ა­ლუ­რი - თა­ვის ტვი­ნის გა­რეთ, სხე­უ­ლის ნე­ბის­მი­ერ ად­გილ­ზე“, - განმარტა ქი­რურ­გი­ის ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტრის რა­დიო თე­რაპიის დე­პარ­ტა­მენ­ტის ხელ­მძღვა­ნე­ლმა ბე­სიკ სო­კუ­რაშ­ვი­ლმა.

კონ­სტან­ტი­ნე ერის­თა­ვის სა­ხე­ლო­ბის ქი­რურ­გი­ის ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტრის სა­მეთ­ვალ­ყუ­რეო საბჭოს თავ­მჯდო­მა­რე ლალი ივა­ნიშ­ვი­ლი გან­მარ­ტავს, რომ კლი­ნი­კისთვის პრიორიტეტულია ტექნოლოგიური კუთხით განვითარება:

თა­ნა­მედ­რო­ვე მე­დი­ცი­ნის მიღ­წე­ვებ­ზე სა­უბ­რი­სას თვალ­წინ წარ­მოგ­ვიდ­გე­ბა უახ­ლე­სი აპარატუ­რა, თა­ნა­მედ­რო­ვე კლი­ნი­კე­ბი, უნი­კა­ლუ­რი ოპე­რა­ცი­ე­ბი, რა­საც თან ახ­ლავს პროფესიონალ­თა დიდი ძა­ლის­ხმე­ვის ფონ­ზე მი­ღე­ბუ­ლი შე­დე­გე­ბით მიღ­წე­უ­ლი წარ­მა­ტე­ბის უდი­დე­სი ემო­ცია. თა­მა­მად შე­იძ­ლე­ბა ით­ქვას, რომ ამ სტან­დარ­ტებს სრუ­ლად აკ­მა­ყო­ფი­ლებს ჩვე­ნი კლი­ნი­კა. ცენ­ტრის მე­ნე­ჯმენ­ტი მო­ნა­წი­ლე­ობს ყვე­ლა მნიშ­ვნე­ლო­ვან ად­გი­ლობ­რივ თუ სა­ერ­თა­შო­რი­სო შეხ­ვედ­რებ­ში, სა­მეც­ნი­ე­რო თუ პრაქ­ტი­კულ კონ­ფე­რენ­ცი­ებ­ში, სე­მი­ნა­რებ­ში, გა­მო­ფე­ნებ­ში, სა­დაც თავს იყ­რის ის აუ­ცი­ლე­ბე­ლი ინ­ფორ­მა­ცია და მო­ნა­ცე­მე­ბი, რაც შეჯერების შემ­დგომ გან­ვი­თა­რე­ბის გეგ­მის შე­მუ­შა­ვე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბას იძ­ლე­ვა“, - განაცხადა ლალი ივანიშვილმა.

ქირურგიის ეროვნულ ცენტრი კვლა­ვაც გა­ვაგ­რძე­ლებს თა­ნა­მედ­რო­ვე სამედიცინო ტექნოლოგი­­ბის შემოტა­ნას ქვე­ყა­ნა­ში, რათა მა­ღა­ლი ხა­რის­ხის სა­მე­დი­ცი­ნო სერ­ვი­სე­ბი კი­დევ უფრო ხელმისაწ­ვდო­მი გა­­დეს.

(R)

კახა ბასილია - აშშ-ში რომ რონალდ რეიგანის მსგავსი პრეზიდენტი იყოს, ომი სწრაფად დამთავრდებოდა, არ არის საჭირო რუსეთთან ვაჭრობა! არ შეიძლება!
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო