პაატა მანჯგალაძე - მგონი, „ქართული ოცნება“ ბნელმა ფანტაზიებმა გაიტაცა - ნახეს, რომ ტრამპს ესროლეს და რეიტინგმა აიწია, ამიტომ ფიქრობენ, რომ ბიძინას რეიტინგიც აიწევს თუ ვიტყვით, რომ ვიღაცას მისი რაღაცა უნდოდა

მგონი, „ქართული ოცნება“ ბნელმა ფანტაზიებმა გაიტაცა. ნახეს, რომ ტრამპს ესროლეს და რეიტინგმა აიწია და ფიქრობენ, რომ ბიძინას რეიტინგიც აიწევს თუ ვიტყვით, რომ ვიღაცას მისი რაღაცა უნდოდა, - ასე უპასუხა ჟურნალისტების შეკითხვას „სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრმა, პაატა მანჯგალაძემ, რომელიც“ქართული ოცნების” საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ ტერორისტული აქტის მოწყობასთან დაკავშირებით სუს-ის მიერ გავრცელებულ განცხადებას ეხებოდა.

მისივე თქმით, სჯობს საზოგადოება სხვა პრობლემებზე კონცენტრირდეს, ქვეყანა რომ არ დაიცალოს.

„მგონი, „ქართული ოცნება“ ბნელმა ფანტაზიებმა გაიტაცა. ნახეს, რომ ტრამპს ესროლეს და რეიტინგმა აიწია და ფიქრობენ, რომ ბიძინას რეიტინგიც აიწევს თუ ვიტყვით, რომ ვიღაცას მისი რაღაცა უნდოდა. სისულელეა ხალხო, ბოდვაა. ერთი მილიონი ადამიანი არის ქვეყნიდან გაქცეული, კიდევ ნახევარ მილიონზე მეტი აპირებს წასვლას. სჯობს, ამ საკითხებზე ვკონცენტრირდეთ, რომ საქართველო არ დაიცალოს, ვიდრე ბიძინას რა დაესიზმრა გუშინ საღამოს“,- განაცხადა პაატა მანჯგალაძემ.

ცნობისთვის, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური იძიებს უკრაინაში მყოფი, საქართველოს ხელისუფლების ყოფილი მაღალჩინოსნებისა და ძალოვანი უწყებების ყოფილი თანამშრომლების ორგანიზებით და დაფინანსებით, საქართველოში დანაშაულებრივი ქმედებების, მათ შორის, პარტია „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის მკვლელობის მომზადების ფაქტებს.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ხსენებული დანაშაულებრივი ქმედებების მიზნად, ქვეყანაში არეულობის მოწყობის და ხელისუფლების დასუსტების ფონზე, დესტრუქციული ძალების მიერ სახელმწიფო ხელისუფლების ძალადობრივი გზით დამხობას ისახავს.

სუს-ში გამოძიება ტერორისტული აქტის მომზადების და სახელმწიფო ხელისუფლების დასამხობად შეთქმულების ფაქტზე საქართველოს სსკ-ის 18-323-ე მუხლის პირველი ნაწილით და 315-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიციას აუცილებლად უნდა ჰყავდეს მკვეთრად გამოხატული ერთი ლიდერი და ეს ლიდერი პოლიტიკაში შედარებით ახალი ფიგურა უნდა იყოს - სუფთა ხელებით, შეულახავი რეპუტაციით
ქართული პრესის მიმოხილვა 16.04.2026
WhiteBIT საქართველომ, ეროვნული ბანკისგან ბროკერის ლიცენზია მოიპოვა
„მეტროპოლ ლისი“ - ცხოვრება, როგორც დასვენება და სახლი, რომელიც ბუნებასთან ახლოს ჩაიფიქრე
„თეთრმა კვადრატმა“ პროექტების განვითარებისთვის 8 მილიონი აშშ დოლარი მოიზიდა
PSP-ში K-Beauty გათამაშებაში 1000 პრიზთან ერთად შეგიძლიათ მოიგოთ სამოგზაურო ტური სამხრეთ კორეაში
„მაკდონალდს საქართველომ“ ბიზნესის და ტექნოლოგიების უნივერსიტეტთან (BTU) ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა
თიბისის მხარდაჭერით თბილისის წიგნის ბაზრობა გაიმართება
#აჩუქეწიგნი, ჩაერთე კამპანიაში და იპოვე შენთვის საყვარელი ადამიანის მიერ დაწერილი პერსონალური წერილი „ბიბლუსის“ მაღაზიებში