სუს-ში გამოკითხვაზე დაბარებული ზვიად აჭიშვილი - პირად საქმეზე ვარ, საბუთები მაქვს წასაღები

პირად საქმეზე ვარ, საბუთები მაქვს წასაღები, - ასე უპასუხა ჟურნალისტების კითხვას ზვიად აჭიშვილმა, რომელიც ტერორისტული აქტის მომზადების და სახელმწიფო ხელისუფლების დასამხობად შეთქმულების ფაქტზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, სუს-ში გამოკითხვაზე მივიდა.

ჟურნალისტების კითხვაზე, დაიბარეს თუ არა ის ტერორისტული აქტის მომზადების და სახელმწიფო ხელისუფლების დასამხობად შეთქმულების ფაქტზე უწყებაში გამოკითხვაზე, ასე უპასუხა:

“არა, რა სახელმწიფოს გადატრიალების საქმე, ჩემ პირად საქმეზე ვარ, თავი დამანებეთ. პირად საქმეზე ვარ, საბუთები მაქვს წასაღები”, - განაცხადა ზვიად აჭიშვილმა.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის პრესსამსახური კი, ადასტურებს, რომ ზვიად აჭიშვილი უწყებაში სწორედ მიმდინარე საქმის გამოძიების ფარგლებში დაიბარეს.

აღსანიშნავია, რომ მიმდინარე გამოძიების ფარგლებში გამოძიებას ჩვენება უკვე ათამდე პირმა მისცა.

ცნობისთვის, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური იძიებს უკრაინაში მყოფი, საქართველოს ხელისუფლების ყოფილი მაღალჩინოსნებისა და ძალოვანი უწყებების ყოფილი თანამშრომლების ორგანიზებით და დაფინანსებით, საქართველოში დანაშაულებრივი ქმედებების, მათ შორის, პარტია „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის მკვლელობის მომზადების ფაქტებს.

"ხსენებული დანაშაულებრივი ქმედებების მიზანია, ქვეყანაში არეულობის მოწყობის და ხელისუფლების დასუსტების ფონზე, დესტრუქციული ძალების მიერ სახელმწიფო ხელისუფლების ძალადობრივი გზით დამხობა.

სისხლის სამართლის საქმეზე მიმდინარეობს აქტიური საგამოძიებო და ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებები, რომლის ფარგლებში ხდება კონკრეტულ პირთა საგამოძიებო ორგანოში დაბარება მათი მოწმის სახით გამოკითხვის მიზნით", - ნათქვამია სუს-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ლევან  ლორთქიფანიძე - პარტიების აკრძალვა ემსახურება ტემპერატურის გაზრდას, დაძაბულობის მატებას, დაპირისპირების გამწვავებას, რაც ხელსაყრელ პირობებს ქმნის ოლიგარქიის მანიპულაციებისთვის
პარტიების აკრძალვის სარჩელში დამალული საფრთხეები საქართველოს სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობისთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 15.10.2026
ისწავლე Skillwill-ში სრული დაფინანსებით და გაიარე ანაზღაურებადი სტაჟირება
„ჩვენნაირი პატარა სკოლისთვის ეს ძალიან დიდი საჩუქარია“ - NMG სკოლების მხარდაჭერას აგრძელებს
საქართველოს საბანკო ასოციაცია - ფინანსური თაღლითობის ახალი სქემა: თაღლითები ბანკის სახელით მოქმედებენ
სითიზენ ექსპოს განვითარების ხედვა: ნაკლები განაშენიანება, მეტი სივრცე ქალაქისთვის
ფიტნეს კლუბების ქსელი „Reforma“
„სმარტი“ თბილისში 55-ე მარკეტს ხსნის
„ჯიპიაი ჰოლდინგმა“ და Visa-მ თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს