დიმიტრი ხუნდაძე - სამწუხაროდ, მშვიდობის დამცველი ლიდერის მიმართ ტყვიების სროლა მსოფლიოში უცხო აღარ არის - ეს მოხდა სლოვაკეთში, აშშ-ში და როგორც ჩანს, სურთ, რომ ეს საქართველოშიც მოხდეს

სამწუხაროდ, მშვიდობის დამცველი ლიდერის მიმართ ტყვიების სროლა მსოფლიოში უცხო აღარ არის - ეს მოხდა სლოვაკეთში, აშშ-ში და როგორც ჩანს, სურთ, რომ ეს საქართველოშიც მოხდეს, - ამის შესახებ ჟურნალისტებს საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა დიმიტრი ხუნდაძემ განუცხადა.

აქვე ხუნდაძემ აღნიშნა, რომ ასეთი ფაქტები საქართველოში არასდროს დამდგარა, რადგან სახელმწიფო მოწოდების სიმაღლეზეა და სუს-ი პრევენციულად მის აღკვეთას ახერხებს.

"სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში იმ პირების დაკითხვა მიმდინარეობს, ვინც ეჭვმიტანილია იმაში, რომ ცდილობდნენ საქართველოში უშუალოდ ბიძინა ივანიშვილზე ტერაქტი მოეწყოთ, ვინც არის ქვეყანაში მშვიდობისა და სტაბილურობის გარანტი. ასეთი დანაშაულის პრევენცია და აღკვეთა სუს-ის ვალდებულებაა. არავის მიეცემა უფლება და საშუალება იმისა, რომ რაც ფიცოსთან მიმართებაში მიხდა და რაც ტრამპთან დაკავშირებით გაბედეს, საქართველოშიც მსგავსი რამ გაიმეორონ", - განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
განსაკუთრებული შეთავაზება FIAT-ის ცენტრისგან: ახალი FIAT 600 Hybrid - იტალიური La Dolce Vita
Kursi.ge-ის დამფუძნებელი გიორგი აგლაძე - მადლობა პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას ნდობის, მხარდაჭერისა და სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობისთვის
AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე
PSP-ს K-Beauty გათამაშების გამარჯვებულებმა კორეული სილამაზის სამყაროში იმოგზაურეს