საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში პროექტის - „ქალთა ტექ ჰაბი“ დასკვნითი კონფერენცია გაიმართა

საქართველოს ტექნიკურმა უნივერსიტეტმა, პროექტის - „გენდერული მრავალფეროვნების გაძლიერება ინჟინერიაში - ქალთა ტექ ჰაბი“ (Advancing Gender Diversity in Engineering - The Women’s Tech Hub) ფინალურ კონფერენციას უმასპინძლა.

ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ავრცელებს.

სტუ-ის ცნობით, პროექტის - „გენდერული მრავალფეროვნების გაძლიერება ინჟინერიაში - ქალთა ტექ ჰაბი“ ფინალურ კონფერენციას ესწრებოდნენ სტუ-ს ვიცე-რექტორი პროფესორი თამარ წერეთელი, საპროექტო გუნდის წევრები, პროექტში ჩართული ტრენერ-მასწავლებლები და ბენეფიციარები. საოპერაციო გუნდის წევრებმა შეხვედრის მონაწილეებს მიაწოდეს ინფორმაცია პროექტის ფარგლებში განხორციელებული აქტივობების, წარმატებული ინიციატივებისა და მიღწეული შედეგების შესახებ.

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ვიცე-რექტორმა, პროფესორმა თამარ წერეთელმა პროექტის მნიშვნელობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ „ქალთა ტექ ჰაბი“, ქალთა როლის გასაძლიერებლად და ინჟინერიისა და ტექნოლოგიური მეწარმეობის სფეროებში მათი წარმომადგენლობის ზრდის უზრუნველსაყოფად შეიქმნა.

„ქალთა ტექ ჰაბი“ საინჟინრო სფეროში უნივერსიტეტის სტუდენტ და კურსდამთავრებულ ქალთა კარიერული განვითარებისა და პროფესიული ზრდისთვის შესანიშნავი შესაძლებლობა გახდა. მიზნის მიღწევაში, პროექტის ფარგლებში განხორციელებული ინოვაციური მექანიზმები დაგვეხმარა (სემინარები, ბიზნესსექტორთან კოოპერაცია და სხვა). ასევე წარმატებით შემუშავდა შესაბამისი ვებპლატფორმა, რომელიც ამ სფეროთი დაინტერესებულ სტუდენტებს და კურსდამთავრებულებს მომავალშიც საინტერესო აქტივობებს შესთავაზებს. პროექტი „ქალთა ტექ ჰაბი”, შექმნის დღიდან, ნებისმიერი საფეხურისა და სასწავლო პროგრამის სტუდენტების მტკიცე მხარდაჭერას უზრუნველყოფს და პროფესიული ზრდისა და კარიერული განვითარების მნიშვნელოვან შესაძლებლობებს ქმნის“, - განაცხადა ტექნიკური უნივერსიტეტის ვიცე-რექტორმა, პროფესორმა თამარ წერეთელმა.

სტუ-ის ინფორმაციით, პროექტს - „გენდერული მრავალფეროვნების გაძლიერება ინჟინერიაში - ქალთა ტექ ჰაბი“ (Advancing Gender Diversity in Engineering - The Women’s Tech Hub) კოორდინაციას, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ტექნოლოგიებისა და საგრანტო პროექტების ოფისი უწევს. პროექტმა დაფინანსება საქართველოში აშშ-ის საელჩოს დემოკრატიის კომისიის მცირე გრანტების 2023 წლის პროგრამის ფარგლებში მოიპოვა.

პროექტის ფარგლებში, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მიერ შექმნილი კარიერული პლატფორმა, საინჟინრო დარგებიდან ვაკანსიების მოზიდვაზე, ქალ ინჟინერთა დასაქმებასა და მათ კარიერულ განვითარებაზე ზრუნვას მომავალშიც გააგრძელებს.

პლატფორმა პროექტში ჩართვის მსურველებს ტრენინგ-მოდულებს მომავალშიც შესთავაზებს.

ამასთან, პროექტის ეგიდით საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში კვლავ ჩატარდება „ინოვაციური იდეების კონკურსი“, „სტუ-ს მეწარმეობის დღე - თანაბარი შესაძლებლობებისთვის“, „წარმატების ისტორიების“ სესიები და სხვა აქტივობები.

ვახუშტი მენაბდე - ჩვენ ახლა ვართ მდგომარეობაში, როცა „ქართული ოცნება“ პროცესებს მართავს არა კანონზე, არამედ ძალაზე დაყრდნობით და ძალის დემონსტრირებით ცდილობს თავისი მმართველობის დაკანონებას
ქართული პრესის მიმოხილვა 02.12.2024
საქართველოს ტექნოლოგიური და სტარტაპ ეკოსისტემის წარმომადგენლების განცხადება - ჩვენ ვემიჯნებით და ვგმობთ „ქართული ოცნების” ანტიევროპულ ნაბიჯებს და ძალადობას მშვიდობიანი მომიტინგეებისადმი
„ავერსში“ გრანდიოზული, 60%-იანი ფასდაკლება და ჩეკის განულება იწყება
დაიცავით თქვენი შვილი ზამთრის ინფექციებისგან: ჯანმრთელობის შენარჩუნების საიდუმლო, „ფაგიოს“ დახმარებით