გიორგი ახვლედიანი და ზურაბ ჩიკვილაძე სამუშაო ვიზიტით ქალაქ ცინდაოში იმყოფებოდნენ

თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე გიორგი ახვლედიანი და ჯანმრთელობის დაცვის და სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე ზურაბ ჩიკვილაძე სამუშაო ვიზიტით ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში, ქალაქ ცინდაოში იმყოფებოდნენ.

ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის საკრებულო ავრცელებს.

მათივე ცნობით, ვიზიტის ფარგლებში გიორგი ახვლედიანი ზურაბ ჩიკვილაძესთან ერთად ქალაქ ცინდაოს სახალხო მთავრობის საგარეო საქმეთა კანცელარიის უფროსს, ფან ციჩჟის, შეხვდა.

„შეხვედრა ასევე გაიმართა ქალაქ ცინდაოს მერის მოადგილესთან, ქალბატონ ჩჟან ჰოისთან. შეხვედრის მონაწილე მხარეებმა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს მოაწერეს ხელი და წლის ბოლოსთვის თბილისში ცინდაოს მერის მოადგილის საპასუხო ვიზიტზე შეთანხმდნენ.

ქართული დელეგაციის წევრები ქალაქ ცინდაოს მერიის მუშაობის სპეციფიკას დეტალურად გაეცნენ და თავის მხრივ, მასპინძლებს თბილისის საკრებულოს ფუნქციების და უფლებამოსილების შესახებ, ასევე თვითმმართველობის რეფორმის თაობაზე მიაწოდეს ინფორმაცია.

ასევე აღნიშნეს, რომ რეფორმის მთავარი მიზანი დეცენტრალიზაცია და ადგილობრივი თვითმმართველობების გაძლიერებაა.

შეხვედრაზე მხარეებმა ორ ქალაქს შორის ურთიერთობის გაღრმავებაზე ისაუბრეს და ყურადღება გაამახვილეს სტუდენტების გაცვლით საგანმანათლებლო პროგრამისა და კულტურული ურთიერთობების მნიშვნელობაზეც.

გიორგი ახვლედიანმა ზურაბ ჩიკვილაძესთან ერთად ქალაქ ცინდაოს ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილესთან, ლუი ფუცზესთან გამართა შეხვედრა, სადაც ჯანდაცვისა და სოციალური პროგრამების მნიშვნელობაზე ისაუბრეს.

გიორგი ახვლედიანი და ზურაბ ჩიკვილაძე ქალაქ ცინდაოს ცენტრალური მუნიციპალური საავადმყოფოს გენერალურ დირექტორს, იუი ტენბოს, შეხვდნენ და თბილისში მისი საპასუხო ვიზიტი დაგეგმეს.

დედაქალაქის წარმომადგენლობითი ორგანოს შუამდგომლობით, ღუდუშაურის კლინიკასა და ცინდაოს ცენტრალურ მუნიციპალურ საავადმყოფოს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს მოეწერა ხელი.

ქართული დელეგაცია ქალაქ ცინდაოში კომპანია Hisense-ის მთავარ ოფისსაც ესტუმრა. როგორც მასპინძლებმა განმარტეს, Hisense-ი ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ჩინური კომპანიაა ელექტრონიკის სფეროში.

ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ვიზიტის ფარგლებში საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე გიორგი ახვლედიანი ქალაქ პეკინში იმყოფებოდა, სადაც შეხვედრა გამართა სახელმწიფო კომპანიის Luyuan Xingqian Technology Development Co, Ltd-ის გენერალურ დირექტორთან.

ვანგ იან შენგმა საქართველოს დედაქალაქის მუნიციპალიტეტთან თანამშრომლობის სურვილი გამოთქვა და განაცხადა, რომ ისინი ხელს შეუწყობენ თბილისში ისეთი ინოვაციური პროექტის დანერგვას, როგორიცაა განახლებადი ენერგიების საკუთარი მოხმარებისთვის გამოყენება.

საქართველოსა და ჩინეთს შორის მჭიდრო თანამშრომლობა და მეგობრობა დღემდე გრძელდება და ახლა ის სტრატეგიული პარტნიორობის რანგში კიდევ უფრო განვითარდება“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

გიორგი მელაშვილი - ომის შესახებ მეხსიერების წაბილწვა ხდება იარაღი დეკლარირებული საგარეო კურსის შესაცვლელად
ნათია ფიფია -  რეფორმები, რომელიც მთავრობამ დაანონსა, შეიძლება ითქვას, შეურიგებლად და დაჟინებით დაიწყო,  ჯერჯერობით, რაც იყო ჩაფიქრებული, ყველაფერი განხორციელდა
ირაკლი კობახიძის წერილის თაობაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 13.08.2026
პაშა ბანკს საქართველოში ახალი გენერალური დირექტორი ჰყავს
რატომ გახდა კრაფთ ჩანთები ასეთი პოპულარული და როგორ ამარტივებს ის ბრენდების ყოველდღიურობას?
ულტრათანამედროვე რადიოფარმაცევტული საწარმოს მშენებლობა ფინალურ ეტაპზე გადავიდა
„ცისკარი S90“ საქართველოს ანტარქტიდის პირველ კომბინირებულ ექსპედიციას იწყებს
Turbo - კრიპტოს გაცვლის ახალი გზა რეგისტრაციის გარეშე
სილქნეტმა საქართველოში პირველი Tier III სერტიფიცირებული კომერციული მონაცემთა ცენტრის მშენებლობა დაიწყო
„დიემჯი ჯგუფი” „ლაგუნა ვერეს“, აბრეშუმისა და თამბაქოს ფაბრიკების ტერიტორიის განვითარების ახალ ეტაპს იწყებს
საქართველოს ეროვნული AI ნაკრების ტრიუმფი IOAI 2026-ზე: 2 ოქრო, 3 ვერცხლი, 2 ბრინჯაო და საპატიო სიგელი
საქართველოს ხელოვნური ინტელექტის ეროვნულმა ნაკრებმა IOAI 2026-ზე ისტორიული შედეგი აჩვენა - 7 მედალი და საპატიო სიგელი
Skillwill-ში პროგრამული უზრუნველყოფის ტესტირების (QA) სადიპლომო პროგრამაზე წინასწარი რეგისტრაცია დაიწყო
ჩუღურეთის რაიონში ხორციელდება მასშტაბური მწვანე პროექტი, რომელიც მარტივად უკავშირდება ქალაქის ცენტრს