ბექა ოდიშარია - ჩვენ არასდროს გვითქვამს, რომ აშშ „გლობალური ომის პარტიას“ წარმოადგენს - კულისებიდან მოქმედებს და საკუთარი ინტერებისთვის მზად არის, ნებისმიერი ქვეყანა ფეხქვეშ გათელოს

ჩვენ არასდროს გვითქვამს, რომ აშშ „გლობალური ომის პარტიას“ წარმოადგენს, - ამის შესახებ "ქართული ოცნების" დეპუტატმა, ბექა ოდიშარიამ ჟურნალისტებთან განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, „გლობალური ომის პარტია“ კულისებიდან მოქმედებს და საკუთარი ინტერებისთვის მზად არის, ნებისმიერი ქვეყანა ფეხქვეშ გათელოს.

„ქართული ოცნების“ არცერთ წევრს, არც პრემიერ-მინისტრს, არც პარლამენტის თავმჯდომარეს, არც „ქართული ოცნების“ რიგით წევრებს არასდროს მოგვიხსენიებია ერთობლივად „გლობალური ომის პარტია“ და აშშ-ის ადმინისტრაცია, ხელისუფლება და ხალხი და არც ევროკავშირის არცერთი წევრი ქვეყანა. ბუნებრივია, „გლობალური ომის პარტია“ არსებობს. ის არ შეიძლება მთლიანად ხელისუფლებას წარმოადგენდეს, მისი გავლენები არის უზარმაზარი, კოლოსალური.

საქართველო მათ ნამეტანი ეპატარავებათ და ამიტომაც უბედავდნენ ყველაფერს, რასაც უბედავდნენ ეს ორი წელიწადი, მაგრამ ყველაფერი დალაგდება. მალე რეგიონი დამშვიდდება, ომი დამთავრდება და საქართველოსთანაც აღდგება მეგობრული, ტრადიციული ურთიერთობა“, - განაცხადა ოდიშარიამ.

ახმედ ალილი - პრეზიდენტ ალიევის თბილისში ვიზიტი სამხრეთ კავკასიისთვის, აზერბაიჯანისა და საქართველოსთვის ეკონომიკური პროექტებისა და გეოპოლიტიკური დივიდენდების მომტანი იქნება
ქართული პრესის მიმოხილვა 06.04.2026
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს