ოპოზიციონერი დეპუტატები "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონის საწინააღმდეგო საპროტესტო აქციების დროს დაკავებულ ახალგაზრდებს ომარ ოკრიბელაშვილსა და საბა მეფარიშვილს თავდებში უდგებიან

პარლამენტის ოპოზიციონერი წევრები "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონის წინააღმდეგ გამართული საპროტესტო აქციების დროს დაპატიმრებულ ახალგაზრდებს ომარ ოკრიბელაშვილსა და საბა მეფარიშვილს პირად თავდებში უდგებიან.

პირადი თავდებობის განაცხადზე, რომელიც მოსამართლეს წარედგინება, ხელი უკვე მოაწერეს დეპუტატებმა - ლევან ბეჟაშვილმა, ანა ნაცვლიშვილმა და თეონა აქუბარდიამ.

ხელმოწერის პროცესი პარლამენტში 29 ივლისის ჩათვლით გაგრძელდება.

ოპოზიციის განცხადებით, რამდენიმე თვეა ეს ადამიანები საპატიმრო დაწესებულებაში არიან, მაშინ როცა მათ წინააღმდეგ წაყენებული ბრალი დამტკიცებული არ არის.

ომარ ოკრიბელაშვილსა და საბა მეფარიშვილს სხვისი ნივთის ჯგუფურად დაზიანება-განადგურება ედებათ ბრალად.

19 და 23 წლის ახალგაზრდები სამართალდამცავებმა 14 მაისს დააკავეს. მათ ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით აქვს წარდგენილი, რაც ნივთის ჯგუფურად დაზიანებას გულისხმობს. როგორც გამოძიება აცხადებს, ბრალდებულებმა სხვა პირებთან ერთად, როგორც ფიზიკური ძალის, ასევე, რკინის ნივთის გამოყენებით პარლამენტის შესასვლელთან განთავსებული რკინის დამცავი ჯებირი მიზანმიმართულად დააზიანეს.

ორივე დაკავებულს თბილისის საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

ვახტანგ ძაბირაძე - როგორც ჩანს, ივანიშვილი არა მარტო საკუთარ ამომრჩეველს და ვერტიკალს აკონტროლებს, არამედ ოპოზიციური სპექტრის გარკვეული ძალების ნაწილსაც
გიორგი კობერიძე - მოსკოვის სიტყვას ფასი არ აქვს, თუ მას ზურგს არ უმაგრებს უხეში ძალა და შეკავების რეალური მექანიზმები
ქართული პრესის მიმოხილვა 31.08.2026
„არდი“ და Amadeo ბიზნესების ფინანსური მართვის გასაძლიერებლად პარტნიორობას იწყებენ
Skillwill-ი Anthropic-ის Claude Partner Network-ს შეუერთდა - AI Literacy ყველა აკადემიური პროგრამის განუყოფელი ნაწილი იქნება