ნიკა გვარამია - ჩვენს კოალიციაში ბევრი ახლი და საინტერესო პოლიტიკური სახეა, ვინც იღვწის არა მარტო იმიტომ, რომ ბიძინა ივანიშვილი გაუშვას ამ ქვეყნიდან, არამედ იმიტომ, რომ ქვეყანა წინ წაიყვანოს ევროკავშირისკენ და ქართველი ხალხის ბედნიერებისკენ

ჩვენს კოალიციაში არის ძალიან ბევრი ახლი და საინტერესო პოლიტიკური სახე, ვინც არა მხოლოდ საქართველოს პატრიოტია, არამედ, ვისაც შეუძლია საქმის კეთება, ვინც იღვწის არა მარტო იმიტომ, რომ ბიძინა ივანიშვილი გაუშვას ამ ქვეყნიდან, არამედ იმიტომ, რომ მერე ქვეყანა მართოს და ის წინ წაიყვანოს ევროკავშირისკენ და ქართველი ხალხის ბედნიერებისკენ, - ამის შესახებ კოალიცია ცვლილებისთვის ლიდერმა ნიკა გვარამიამ წალენჯიხაში მიმდინარე „დემოკრატიის ფესტივალზე“ სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მისივე თქმით, კოალიციის მიზანია 4 წლის თავზე უმაღლესი განათლება იყოს უფასო და წალენჯიხის ბედი წყდებოდეს წალენჯიხაში, წალენჯიხელების მიერ.

„პირველი - პრეზიდენტის ქართული ქარტია არის ჩვენი ამოცანა, ეს არის დემოკრატია და ევროინტეგრაცია. დემოკრატიის კუთხით ჩვენ წარმოგვიდგენია სასამართლოს სრული გადახალისება, რადგან ქართულ პოლიტიზებულ სასამართლოს უამრავი მსხვერპლი ჰყავს. ჩვენ არ გვინდა სასამართლო, რომელიც ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ ჩვენ მოგვემსახურება. ჩვენ გვინდა სასამართლო, რომელიც ხალხს მოემსახურება. ჩვენ გვინდა პოლიცია და პროკურატურა პოლიტიკური ზეგავლენისგან თავისუფალი. ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე ამ ნაბიჯების გადადგმა უკიდურესად მნიშვნელოვანია, ჩვენ ამ ნაბიჯებს აუცილებლად გადავდგამთ, რადგან ვართ ხელმომწერები ქართული ქარტიის და ჩვენ ვართ პასუხისმგებლიანი ხალხი.

მეორე საკითხი ეს არის განათლება, რადგან განათლების გარეშე წინსვლა არის შეუძლებელი. ჩვენ ვაპირებთ, რომ ფულის ინვესტირება განათლებაში მოვახდინოთ და 4 წლის თავზე უმაღლესი განათლება იყოს უფასო საქართველოს ყველა მოქალაქისთვის. ადამიანმა უნდა მიიღოს კარგი ხარისხიანი განათლება, მიუხედავად იმისა აქვს თუ არა მის მშობლებს ფული. ასევე მნიშვნელოვანია ხარისხიანი სასკოლო განათლება, უკეთესი ცხოვრება მასწავლებლებს, რადგან მასწავლებელი უზრუნველყოფს მოსწავლის ცოდნასა და უნარებით აღჭურვას.

და რაც მთავარია წალენჯიხის ბედი უნდა წყდებოდეს წალენჯიხაში, წალენჯიხელების მიერ. არ შეიძლება თბილისში წყდებოდეს ყველაფერი, არ შეიძლება თბილისში მუშაობდეს ყველა და არ შეიძლება ჩვენ დამოკიდებული ვიყოთ მხოლოდ თბილისზე. ამიტომ ჩვენ უნდა ჩამოვიტანოთ არა მხოლოდ ეკონომიკური შესაძლებლობები, არამედ თვითმმართველობის შესაძლებლობებიც რეგიონში”, - განაცხადა ნიკა გვარამიამ.

პაატა ცაგარეიშვილი - თურქეთი რეგიონში იკავებს დომინანტურ მდგომარეობას და მას მარტივად შეეძლება, სამხრეთ კავკასიის სამივე ქვეყნისთვის მისთვის სასურველი ტარიფების შეთავაზებით, კონკურენტუნარიანი გადაზიდვის მიმართულება შეარჩიოს
ქართული პრესის მიმოხილვა 01.06.2026
კამპანია „ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ“ - KIAF-ის გრან-პრისა და 9 ჯილდოს მფლობელი გახდა
მილიონობით ლარის ინვესტიცია და რეგიონული ჰაბი - NMG კვების ინდუსტრიის ახალ სტანდარტს აწესებს
„Biograpi Living“ დეველოპერულ ბაზარზე ოპერირების 3 წელს აღნიშნავს და 5 ახალ პროექტს აანონსებს
„გამარჯვება გაზიარებით იწყება“ – „სოკარმა“ ახალი მასშტაბური გათამაშება დაიწყო
„ორიენტირი ლისი“ - ახალი ბუტიკური უბანი ლისის ტბიდან 300 მეტრში
ქართველმა ექიმმა ჩინეთიდან საქართველოში, 6 000 კილომეტრის დაშორებით, ტელერობოტული ოპერაცია ჩაატარა - ისტორია დაწერილია