"ქართული ოცნების" კომუნიკაციების სამსახურის მედია პლატფორმა - "საერთაშორისო გამჭვირვალობა" რეგიონებში შეხვედრებს მართავს და „ქართული ოცნების" წინააღმდეგ აგიტაციას ეწევა

"ქართული ოცნების" კომუნიკაციების სამსახურის მედია პლატფორმა განცხადებას ავრცელებს.

კერძოდ, "ქართული ოცნების" კომუნიკაციების სამსახურის მედია პლატფორმის ინფორმაციით, არჩევნებზე დამკვირვებელი ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა" რეგიონებში შეხვედრებს მართავს და „ქართული ოცნების" წინააღმდეგ აგიტაციას ეწევა.

"სინამდვილეში, ეს წინასაარჩევნო აგიტაციაა, რაც არჩევნებზე დამკვირვებელი ორგანიზაციის მიერ ნეიტრალურობის პრინციპის დარღვევაა, ხოლო მისი დამფინანსებელი დონორების მხრიდან - სხვა ქვეყნის წინასაარჩევნო კამპანიაში ჩაურევლობის პრინციპის დარღვევა.

"საერთაშორისო გამჭვირვალობის" დონორები არიან შვედეთის განვითარების სააგენტო (SIDA), აშშ-ის დემოკრატიის ნაციონალური ფონდი (NED) და აშშ-ის განვითრების სააგენტო (USAID)" , - ნათქვამია ინფორმაციაში, რომელსაც პლატფორმა "სინამდვილეში" ავრცელებს.

ლევან  ლორთქიფანიძე - პარტიების აკრძალვა ემსახურება ტემპერატურის გაზრდას, დაძაბულობის მატებას, დაპირისპირების გამწვავებას, რაც ხელსაყრელ პირობებს ქმნის ოლიგარქიის მანიპულაციებისთვის
პარტიების აკრძალვის სარჩელში დამალული საფრთხეები საქართველოს სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობისთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 15.10.2026
ისწავლე Skillwill-ში სრული დაფინანსებით და გაიარე ანაზღაურებადი სტაჟირება
„ჩვენნაირი პატარა სკოლისთვის ეს ძალიან დიდი საჩუქარია“ - NMG სკოლების მხარდაჭერას აგრძელებს
საქართველოს საბანკო ასოციაცია - ფინანსური თაღლითობის ახალი სქემა: თაღლითები ბანკის სახელით მოქმედებენ
სითიზენ ექსპოს განვითარების ხედვა: ნაკლები განაშენიანება, მეტი სივრცე ქალაქისთვის
ფიტნეს კლუბების ქსელი „Reforma“
„სმარტი“ თბილისში 55-ე მარკეტს ხსნის
„ჯიპიაი ჰოლდინგმა“ და Visa-მ თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს