ბექა ლილუაშვილი - არჩევნებზე მარტო პარტიული იდენტობით გავდივართ, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ ჩვენი კარი ჩაკეტილია - ასევე, "ქართული ოცნების“ ყოფილ წევრებთან მიმდინარეობს მოლაპარაკებები

არჩევნებზე მარტო ჩვენი პარტიული იდენტობით გავდივართ, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ ჩვენი კარი ჩაკეტილია, - ამის შესახებ პარტია „გახარია საქართველოსთვის“ დეპუტატმა ბექა ლილუაშვილმა განაცხადა.

ის ადასტურებს, რომ პარტიას „ქართული ოცნების“ ყოფილ წევრებთან აქვს მოლაპარაკებები.

„არჩევნებზე ჩვენი პარტიული იდენტობით გავდივართ. ახლა არ არსებობს არც კოალიციები, არც ბლოკები, არსებობს ერთიანი სია. ანუ, ვინც ერთიანდება, ისინი საკუთარ პარტიას, იდენტობას თმობენ და ერთიანი სიით, სხვა სახელით და სხვა ნომრით გადიან არჩევნებზე. ჩვენ არასდროს გვითქვამს, რომ ეს ასე იქნებოდა. ჩვენ არჩევნებზე მარტო ჩვენი პარტიული იდენტობით გავდივართ, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ ჩვენი კარი ჩაკეტილია. ჩვენ ინდივიდუალურად ძალიან ბევრ ადამიანს ვესაუბრებით, ძალიან ბევრი, საინტერესო ადამიანი გვიერთდება და ჩვენს გვერდით არის. უბრალოდ, ამას თავისი დრო აქვს და ჩვენ საზოგადოებასთან, ამომრჩეველთან კომუნიკაცია გვექნება. ჩვენი მხარდაჭერა არის ორნიშნა, არის მზარდი. ამაზე მეტყველებს ყველა ობიექტური პოლიტიკური მხარდაჭერის კვლევა. ჩვენი პარტიის თავმჯდომარის რეიტინგი არის ყველაზე მაღალი, რასაც კვლევები აჩენებს. ამიტომ, ჩვენ არჩევნებზე წარვდგებით ძლიერი გუნდით, რომელსაც შეუძლია ამ ქვეყნის ევროკავშირში ყველაზე სწრაფად გაწევრიანება და პოლარიზაციის დასრულება, „ნაციონალური მოძრაობისა" და „ოცნების“ ტყვეობიდან გამოყვანა, რომელიც ბოლო წლების განმავლობაში ქვეყანას უკან ხევს“,-განაცხადა ლილუაშვილმა.

მან აღნიშნა, რომ პარტია „ გახარია საქართველოსთვის“ არჩევნებისთვის ძალიან ძლიერი გუნდი ეყოლება. ბექა ლილუაშვილის თქმით, დეტალებთან დაკავშირებით, თუ ვინ იქნებიან ამ გუნდის წევრები, საზოგადოება მოგვიანებით გაიგებს.

„"ქართული ოცნების" ყოფილ წევრებთან ნამდვილად მიმდინარეობს მოლაპარაკებები და ეს გიორგი გახარიამაც დაადასტურა“, - განაცხადა ლილუაშვილმა.

ნათია ფიფია -  რეფორმები, რომელიც მთავრობამ დაანონსა, შეიძლება ითქვას, შეურიგებლად და დაჟინებით დაიწყო,  ჯერჯერობით, რაც იყო ჩაფიქრებული, ყველაფერი განხორციელდა
ალექსანდრე თვალჭრელიძე - 2008 წელს პუტინმა აღიარა, რომ უკვე 2006 წლიდან საქართველოსთან ომისთვის ემზადებოდა, სხვა საკითხია, რა მოხდებოდა, ჩვენ რომ  ზარები გვერეკა, შესაძლებელია, შედეგები ნაკლებად მტკივნეული ყოფილიყო
ირაკლი კობახიძის წერილის თაობაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 10.08.2026
Mono Hall-ისა და Boom Boom Booking Agency-ს ერთობლივი ორგანიზებით, თბილისს 26 სექტემბერს მსოფლიო მოდის ინდუსტრიის საკულტო ფიგურა, სუპერმოდელი ნაომი კემპბელი ეწვევა
ბოიგარსი მსოფლიოს საუკეთესო მოდის მაღაზიების სიაშია
უგულშემატკივრე საქართველოს საკალათბურთო ეროვნულ ნაკრებს აგვისტოს მატჩებზე!
ჰეშბანკი Global Banking & Finance Review-მ 2026 წლის საქართველოს საუკეთესო ახალ ციფრულ ბანკად დაასახელა
მზეს ვერ დაემალები - PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს
Hisense წარმოგიდგენთ გზავნილს „ინოვაციები უკეთესი ცხოვრებისათვის“ FIFA-ს 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე
“შემდეგი გაჩერება, SBC Summit-ი ლისაბონში” - ქართული ბიზნესის შანსი მსოფლიო ბაზარზე