კახა კალაძე - ჩვენ საქმე გვაქვს რადიკალებთან, ბინძური ძალა საქართველოში უცხოეთიდან ფინანსდება, მფარველები ჰყავს უცხოეთში, ეს ძალა ყველაფრის მკადრებელია - ძალიან დიდი სიფრთხილე გვმართებს

ჩვენ საქმე გვაქვს რადიკალებთან, რომლებიც მზად არიან იკადრონ ყველაფერი, ყველაფერი გააკეთონ - ბინძური ძალა საქართველოში უცხოეთიდან ფინანსდება, მფარველები ჰყავს უცხოეთში, ეს არის ძალა, რომელიც ყველაფრის მკადრებელია,- ასე აფასებს დედაქალაქის მერი, „ქართული ოცნების“ გენერალური მდივანი კახა კალაძე ტერორისტული აქტის მომზადებისა და სახელმწიფო ხელისუფლების დასამხობად შეთქმულების ფაქტზე მიმდინარე გამოძიებას.

როგორც მან განმარტა, არჩევნებზე მოსახლეობა ყველას საკადრის პასუხს გასცემს, მათ შორის რადიკალებს.

„ჩვენ საქმე გვაქვს რადიკალებთან, რომლებიც მზად არიან იკადრონ ყველაფერი, ყველაფერი გააკეთონ. არამარტო ქვეყნის შიგნით, ქვეყნის გარეთაც ხედავთ, რა ხდება მსოფლიოში. ნახეთ პრეზიდენტობის კანდიდატი ტრამპი, სასიკვდილოდ გაიმეტეს, გადარჩა, შეიძლება ათასში ერთი ადამიანი გადარჩეს. რა თქმა უნდა, ბინძური ძალა საქართველოში უცხოეთიდან ფინანსდება, მფარველები ჰყავს უცხოეთში, ეს არის ძალა, რომელიც ყველაფრის მკადრებელია. ეს არ არის უბრალო სიტყვები, და მოგონილი. გავიხსენოთ, როდესაც ისინი ხელისუფლებაში იყვნენ რას ბედავდნენ, რას ჩადიოდნენ, რას აკადრებდნენ მოსახლეობას. შესაბამისად, დღეს, საზოგადოებამ კარგად იცის რას წარმოადგენს აღნიშნული რადიკალები, ვინ არიან, საიდან იმართებიან. ძალიან დიდი სიფრთხილე გვმართებს. დარწმუნებული ვარ, არჩევნებზე მოსახლეობა ყველას საკადრის პასუხს გასცემს, მათ შორის რადიკალებს",- აღნიშნა კალაძემ.

ცნობისთვის, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური იძიებს უკრაინაში მყოფი, საქართველოს ხელისუფლების ყოფილი მაღალჩინოსნებისა და ძალოვანი უწყებების ყოფილი თანამშრომლების ორგანიზებით და დაფინანსებით, საქართველოში დანაშაულებრივი ქმედებების, მათ შორის, პარტია „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის მკვლელობის მომზადების ფაქტებს. "ხსენებული დანაშაულებრივი ქმედებების მიზანია, ქვეყანაში არეულობის მოწყობის და ხელისუფლების დასუსტების ფონზე, დესტრუქციული ძალების მიერ სახელმწიფო ხელისუფლების ძალადობრივი გზით დამხობა.სისხლის სამართლის საქმეზე მიმდინარეობს აქტიური საგამოძიებო და ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებები, რომლის ფარგლებში ხდება კონკრეტულ პირთა საგამოძიებო ორგანოში დაბარება მათი მოწმის სახით გამოკითხვის მიზნით", - ნათქვამია სუს-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება