ანა წითლიძე - ხელისუფლებას არაფერი აქვს სათქმელი, გარდა პროპაგანდის, დაპირისპირებისა და შუღლისა - ადამიანები ძალიან კარგად აცნობიერებენ, რომ 26 ოქტომბერს არის არჩევნები, რომელიც გადაწყვეტს, როგორი იქნება საქართველოს ბედი

ეს არის ხელისუფლება, რომელსაც საქართველოს მოქალაქეების ნდობა არ აქვს - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატმა, ანა წითლიძემ განაცხადა.

როგორც მან ზუგდიდში ადგილობრივებთან შეხვედრის შემდეგ აღნიშნა, „ქართულ ოცნებას“ დაპირისპირებისა და პროპაგანდის გარდა, მოსახლეობისთვის სათქმელი არაფერი აქვს.

„ხელისუფლებას მმართველობიდან 12 წლის განმავლობაში არაფერი სათქმელი არ აქვს საქართველოს მოქალაქეებისათვის, გარდა პროპაგანდის, დაპირისპირებისა და შუღლისა. ეს არის ის, რასაც ჩვენ ყველა ერთად 26 ოქტომბერს დავასრულებთ და ამ ქვეყანას დავუბრუნებთ განვითარების შესაძლებლობას“, - განაცხადა წითლიძემ.

მან ზუგდიდში გამართული შეხვედრებიც შეაფასა და აღნიშნა, რომ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ იქნება ის პარტია, რომელიც 26 ოქტომბერს სამეგრელოში გაიმარჯვებს და გამარჯვების ოქმს ზუგდიდიდან თბილისში ჩამოიტანს“.

„ბოლო არჩევნებისგან განსხვავებით, ჩვენი ამომრჩევლების რიცხვი კიდევ უფრო მეტად არის ზუგდიდში და სრულიად სამეგრელოში გაზრდილი. ადამიანები ძალიან კარგად აცნობიერებენ იმას, რომ ეს არის არჩევნები, რომელიც გადაწყვეტს, როგორი იქნება საქართველოს ბედი, იქნება ევროპული ინტეგრაციის, ეკონომიკურად განვითარებული ისეთი, სადაც საქართველოს მოქალაქეები არ გაიქცევიან ქვეყნიდან, თუ იქნება რუსული რეჟიმის პირობებში. დარწმუნებული ვარ, ზუგდიდი და სამეგრელო იქნება ის, სადაც „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ პირველ ადგილზე გავა და გაიმარჯვებს“,- განაცხადა წითლიძემ.

ლევან  ლორთქიფანიძე - პარტიების აკრძალვა ემსახურება ტემპერატურის გაზრდას, დაძაბულობის მატებას, დაპირისპირების გამწვავებას, რაც ხელსაყრელ პირობებს ქმნის ოლიგარქიის მანიპულაციებისთვის
პარტიების აკრძალვის სარჩელში დამალული საფრთხეები საქართველოს სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობისთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 15.10.2026
ისწავლე Skillwill-ში სრული დაფინანსებით და გაიარე ანაზღაურებადი სტაჟირება
„ჩვენნაირი პატარა სკოლისთვის ეს ძალიან დიდი საჩუქარია“ - NMG სკოლების მხარდაჭერას აგრძელებს
საქართველოს საბანკო ასოციაცია - ფინანსური თაღლითობის ახალი სქემა: თაღლითები ბანკის სახელით მოქმედებენ
სითიზენ ექსპოს განვითარების ხედვა: ნაკლები განაშენიანება, მეტი სივრცე ქალაქისთვის
ფიტნეს კლუბების ქსელი „Reforma“
„სმარტი“ თბილისში 55-ე მარკეტს ხსნის
„ჯიპიაი ჰოლდინგმა“ და Visa-მ თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს