ფინეთის პრეზიდენტი - უნდა მივეჩვიოთ, რომ ომი მოგვიახლოვდება, თუმცა ვითარებას ვაკონტროლებთ და რეაგირება შეგვიძლია

უნდა მივეჩვიოთ, რომ ომი მოგვიახლოვდება, თუმცა ვითარებას ვაკონტროლებთ და რეაგირება შეგვიძლია. ასეთი კომენტარი გააკეთა ფინეთის პრეზიდენტმა ალექსანდრ სტუბმა რუსეთის მურმანსკის ოლქში მდებარე აეროდრომ “ოლენიაზე” განხორციელებული დარტყმის ფონზე, რომელიც ფინეთის საზღვართან დაახლოებით 200 კილომეტრში მდებარეობს.

სტუბის თქმით, ფინეთის საზღვართან ახლოს მდებარე აეროდრომის დაბომბვასთან დაკავშირებით მან მოლაპარაკებები ჩაატარა ფინეთის პრემიერ-მინისტრ, პეტერი ორპოსთან და შვედეთის პრემიერ-მინისტრ, ულფ კრისტერსონთან.

“ძირითადი მესიჯი იმაში მდგომარეობს, რომ ჩვენ ფინეთში აღელვების მიზეზები არ გვაქვს. ვითარებას ვაკონტროლებთ და რეაგირება შეგვიძლია”, - განაცხადა სტუბმა.

ამავდროულად, მან აღნიშნა, რომ ფინელები უნდა მიეჩვიონ, რომ ომი ფინეთის საზღვრებს მოუახლოვდება, ვინაიდან “ჰესლინკიდან კიევამდე საფრენი საკმაოდ ახლოა”.

“უნდა მივეჩვიოთ იმას, რომ უკრაინა ყველა საშუალებას გამოიყენებს, რათა ეს ომი მოიგოს, და ეს სხვადასხვა დარტყმებსაც გულისხმობს. და რუსეთი გააგრძელებს ჰიბრიდული დარტყმების განხორციელებას”, - განაცხადა სტუბმა.

ემილ ავდალიანი - ირანის წინააღმდეგ აშშ-ის ახალი სამხედრო კამპანიის დაწყება საკმაოდ რეალისტურია, ასეთ შემთხვევაში საქართველოს, აზერბაიჯანისა და ცენტრალური აზიის გავლით არსებულ აღმოსავლეთ-დასავლეთის მარშრუტებს მეტი მნიშვნელობა მიენიჭება
ქართული პრესის მიმოხილვა 05.10.2026
„ამბარი“ - პირველი განსხვავებული კონცეფციის უბნის მოლი საქართველოში, რომელიც ქვეყნის მასშტაბით უკვე 50-ზე მეტ ობიექტს აერთიანებს
ჰეშბანკი თამაშის წესებს ცვლის - რეგიონში პირველად, კრიპტოს გადარიცხვები პირდაპირ ბანკიდან
მალდივების შემდეგ Eagle Hills საცხოვრებელ და ტურისტულ დასახლებებს სირიაში განავითარებს
საქართველოში, ავტომობილების ლეგენდარული ამერიკული ბრენდი - Cadillac შემოდის
„სქილვილის“ პროფესიულ სადიპლომო პროგრამებზე რეგისტრაცია 9 ოქტომბერს სრულდება - დარეგისტრირდით VET.GE-ზე