დედაქალაქის მერი მიხეილ გახოკიძის ქუჩაზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოებს გაეცნო

სამგორის რაიონში მიხეილ გახოკიძის ქუჩის სრული რეაბილიტაციის პროცესი მიმდინარეობს.

მიწისქვეშა კომუნიკაციების შეცვლის სამუშაოები, რომელსაც კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი" ახორციელებს, დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ მის მოადგილესთან, ირაკლი ბენდელიანთან ერთად დაათვალიერა.

დედაქალაქის მერიის ცნობით, 2400 მეტრის სიგრძის ქუჩაზე, პროექტის პირველ ეტაპზე, წყლისა და წყალარინების ქსელის შეცვლის სამუშაოები ხორციელდება, მეორე ეტაპზე კი, ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახური სანიაღვრე ქსელის მოწყობას და საგზაო სამუშაოებს დაიწყებს.

თბილისის მერის თქმით, გახოკიძის ქუჩის რეაბილიტაცია აპრილში დასრულდება.

„აღნიშნული ქუჩა იყო უმძიმეს მდგომარეობაში. ვისაც გაუვლია ამ ქუჩაზე, ყველა დამეთანხმება, რომ კატასტროფული მდგომარეობაა. მიწისქვეშა კომუნიკაციების გამო, ფაქტობრივად, გზა ჩავარდნილი იყო და ჭირდა გადაადგილება. სამუშაოები ორ ეტაპად არის გაყოფილი. პირველ ეტაპზე მუშაობს კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი" და მთლიანად ცვლის მიწისქვეშა კომუნიკაციებს. ხედავთ, რა მასშტაბის სამუშაოები მიმდინარეობს. ოქტომბრამდე ეს სამუშაოები დასრულებული იქნება, შემდეგ კი ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახური დაიწყებს საგზაო სამუშაოებს. აპრილში პროექტი დასრულებული იქნება", - განაცხადა კახა კალაძემ.

დედაქალაქის მერიის ინფორმაციით, ადგილზე ასევე იმყოფებოდნენ ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურის უფროსი გიორგი აბუთიძე, სამგორის რაიონის გამგებელი კახა სამხარაძე და თბილისის საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატი რევაზ სოხაძე.

„პროექტის ფარგლებში საჰაერო ელექტროსადენები მიწისქვეშა კაბელ-არხებში განთავსდება, მოეწყობა ახალი გარე განათების ქსელი, დამონტაჟდება თანამედროვე ტიპის LED ლამპიონები. გზის სავალ ნაწილზე დაიგება რამდენიმე ფენა ასფალტის საფარი, ფეხით მოსიარულეებისთვის მოეწყობა ტროტუარები; ქუჩაზე ინფრასტრუქტურა ადაპტირდება შშმ პირებისთვის, მოეწყობა საფეხმავლო კუნძულები და ზებრა გადასასვლელები.

სამუშაოები 12 ივლისს დაიწყო. რეაბილიტაციის პერიოდში ქუჩაზე ტრანსპორტით გადაადგილება შესაძლებელია მხოლოდ მიმდებარე ტერიტორიაზე მცხოვრები მოქალაქეებისთვის, კახეთის გზატკეცილის მხრიდან მოძრავი ავტომობილები კი გიორგი აბაშვილის, რომანოზ ხომლელის, საქართველოს ერთიანობისთვის მებრძოლთა ქუჩით და მათი დამაკავშირებელი გზის გავლით იმოძრავებენ. გადაადგილება ასევე, დასაშვები იქნება დიმიტრი ალექსიძის, სესილია თაყაიშვილის, იოთამ ზედგენიძის, ვიქტორ კუპრაძის, რაჭის, მეგობრობის, მშვიდობისა და ევგენია მაისურაძის ქუჩებით. დროებით შეიცვალა მიკროავტობუსების მარშრუტებიც“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

პაატა ცაგარეიშვილი - თურქეთი რეგიონში იკავებს დომინანტურ მდგომარეობას და მას მარტივად შეეძლება, სამხრეთ კავკასიის სამივე ქვეყნისთვის მისთვის სასურველი ტარიფების შეთავაზებით, კონკურენტუნარიანი გადაზიდვის მიმართულება შეარჩიოს
ქართული პრესის მიმოხილვა 01.06.2026
კამპანია „ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ“ - KIAF-ის გრან-პრისა და 9 ჯილდოს მფლობელი გახდა
მილიონობით ლარის ინვესტიცია და რეგიონული ჰაბი - NMG კვების ინდუსტრიის ახალ სტანდარტს აწესებს
„Biograpi Living“ დეველოპერულ ბაზარზე ოპერირების 3 წელს აღნიშნავს და 5 ახალ პროექტს აანონსებს
„გამარჯვება გაზიარებით იწყება“ – „სოკარმა“ ახალი მასშტაბური გათამაშება დაიწყო
„ორიენტირი ლისი“ - ახალი ბუტიკური უბანი ლისის ტბიდან 300 მეტრში
ქართველმა ექიმმა ჩინეთიდან საქართველოში, 6 000 კილომეტრის დაშორებით, ტელერობოტული ოპერაცია ჩაატარა - ისტორია დაწერილია