„საზღვრებს მიღმა“ - 60-ზე მეტი ქართველი ემიგრანტი ახალგაზრდა სამშობლოს მნიშვნელოვანი ვიზიტით ეწვევა

25 ივლისიდან თბილისი უმასპინძლებს უმნიშვნელოვანეს დიასპორულ პროექტს, „საზღვრებს მიღმა“, რომლის ფარგლებშიც მსოფლიოს უამრავი ქვეყნიდან, ევროპიდან და ამერიკიდან, საქართველოში 60-ზე მეტი ემიგრანტი ქართველი ახალგაზრდა უკვე ჩამოვიდა სამშობლოში და დაგეგმილი ღონისძიებებისთვის აქტიურად ემზადება. მათ ასევე შეუერთდნენ თანატოლები საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან - აფხაზეთიდან და ცხინვალის რეგიონიდან და ასევე თანატოლები ისტორიული ჰერეთიდან, აზერბაიჯანის რესპუბლიკიდან.

პროექტის იდეის ავტორი, ორგანიზატორი და განმახორციელებელი ნიდერლანდებში მოღვაწე ცნობილი ქართველი ბიზნესმენი, კულტურის მოღვაწე და ქველმოქმედი, თიკა სვანიძე-ვენკოა. მის მიერ დაარსებული საერთაშორისო ორგანიზაცია - „დიასპორების ალიანსი საქართველოსთვის“ - აქამდეც არაერთი მასშტაბური კულტურულ-საგანმანათლებლო ინიციატივით გამოსულა დიასპორული მიმართულებით.

პროექტის პარტნიორები არიან საქართველოს საპატრიარქოს წმინდა თამარ მეფის სახელობის უნივერსიტეტი, პირადად მისი რექტორი, არქიმანდრიტი ადამი (ვახტანგ ახალაძე), აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა - იძულებით გადაადგილებულ პირთა სამინისტრო ბატონი დავით ფაცაციას ხელმძღვანელობით, ასევე იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის მინისტრის პირველი მოადგილე გიორგი გაბედავა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტრო ქალბატონი ნანა შონიას სახით.

პროექტის ფარგლებში დაგეგმილია 5 დღიანი საზაფხულო ბანაკი. საზაფხულო ბანაკში მეორე თაობის ქართველი ემიგრანტი ბავშვები გაეცნობიან საქართველოს ისტორიას, კულტურულ მემკვიდრეობას, ხელოვნებას და, რაც მთავარია, დაახლოვდებიან ერთმანეთთან. დაგეგმილია მათი ვიზიტები და ექსკურსიები მუზეუმებსა და საგანმანათლებლო ცენტრებში, კულტურულ-ისტორიული ღირსშესანიშნაობების მონახულება და ქართული კალიგრაფიის მასტერკლასი. მონაწილეები ასევე ეწვევიან საქართველოს საპატრიარქოს და პირადად შეხვდებიან სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, უწმინდესსა და უნეტარეს ილია II-ს. ბანაკის მონაწილეებს მიიღებს საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილიც.

განსაკუთრებულ მნიშვნელობას შეიძენს ემიგრანტი ახალგაზრდებისათვის საქართველოს საპატრიარქოს წმინდა თამარ მეფის სახელობის უნივერსიტეტის სტუდენტებთან და თბილისის საჯარო სკოლების მოსწავლეებთან ერთობლივ ღონისძიებებში მონაწილეობა.

დაგეგმილია ემიგრანტი ბავშვების ჯგუფის ვიზიტი ცხინვალის მისადგომებთან, საზღვრისპირა სოფელ ერგნეთშიც. ახალგაზრდები ესტუმრებიან საოკუპაციო მუზეუმს, გაეცნობიან მის ისტორიას და შემდეგ მათ საოკუპაციო ზოლთან, სოფელ ერგნეთში უმასპინძლებს ხმიადაშვილების ოჯახი.

პროექტის ცენტრალური მოვლენა 29 ივლისს ჩანიშნული სპექტაკლია. სწორედ ამ დღეს გაიმართება პირველი ქართული საერთაშორისო დიასპორული თეატრის - „დაბრუნება“, თეატრალური სტუდია „ArtPlaza"-ს და რეჟისორ თამარ ხიზანიშვილის ერთობლივი თეატრალური წარმოდგენა ნოდარ დუმბაძის მოთხრობის - „HELLADOS“-ის - მიხედვით. დადგმაში, პროფესიონალ მსახიობებთან ერთად, რასაკვირველია, მონაწილეობას მიიღებენ ემიგრანტი ახალგაზრდები. განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია საქართველოს საზღვრებს მიღმა არსებული ილია ჭავჭავაძის სახელობის ერთადერთი სახელმწიფო დრამატული თეატრი, რომლის მსახიობებიც მოყვარულ მსახიობებთან ერთად ქმნიან დაუვიწყარ თეატრალურ დღესასწაულს.

მნიშვნელოვანია, რომ უკვე წელს შედგება „დაბრუნების“ დასის პირველი გასტროლები ისტორიულ ჰერეთსა და ახალქალაქში.

სრულიად განსაკუთრებული იქნება ჩვენი დასის სტუმრობა სიღნაღის თეატრალურ ფესტივალზე, რადგან კახეთის ამ ულამაზეს ქალაქში ქალაქის მერთან და თეატრალურ საზოგადოებასთან ერთად სპექტაკლს დაესწრებიან „შშმ პირების მშობელთა კავშირის“ წარმომადგენლები. სპექტაკლის შემდეგ მონაწილეები ეზიარებიან მშობლიური ყოფის სურნელოვან და მრავალფეროვან ტრადიციებს: ამოავლებენ ჩურჩხელებს და დააცხობენ პურებს.

თიკა სვანიძე-ვენკოს მიერ დაგეგმილმა პროექტმა - „საზღვრებს მიღმა“ - უკვე დიდი გამოხმაურება გამოიწვია საზოგადოებაში, მედიასა და სოციალურ ქსელებში. ის შეფასდა, როგორც უმნიშვნელოვანესი დიასპორული შესაძლებლობა და ნაბიჯი იმისკენ, რომ ქართველ ემიგრანტ ახალგაზრდებში გაიზარდოს ეროვნული ცნობიერება, გაძლიერდეს ნაციონალური იდენტობა და მოხდეს მათი დაახლოება საქართველოში და მის ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებ თანატოლებთან.

(R)

მირიან მირიანაშვილი - 13 ივნისიდან ახლო აღმოსავლეთში დაიქოქა მთელი რეგიონის სრულმასშტაბიანი ტოტალური გადაფორმატირების პროცესი
ქართული პრესის მიმოხილვა 16.06.2025
აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტში მოსწავლეთა და სტუდენტთა ერთობლივი კონფერენცია: „ახალგაზრდები და მომავლის განათლება - გზავნილი ხელოვნური ინტელექტის (AI) ეპოქიდან“ გაიმართა
სუხიშვილები არქელებისთვის – გრანდიოზული საღამო მხოლოდ არქის მცხოვრებლებისთვის
UGSPN-ის ყოველწლიური საერთაშორისო კონფერენცია წელს ევროპის საკითხს მიეძღვნა
100%-ით ნატურალური ქართული ლიმონათი მხოლოდ „ბორჯომისგან“ ახლა უკვე შუშის პრემიუმ შეფუთვაში
ზაფხული Schoolbook Camp 2025-თან ერთად, რომელიც არასდროს დაგავიწყდებათ
17 ივნისიდან PSP-აფთიაქებში წნევის უფასო მონიტორინგის დღეები იწყება