თამარ კორძაია - Edison Research-ის კვლევა აჩვენებს, რომ ერთიანობით საქართველო იმარჯვებს

ოპოზიციონერი დეპუტატის, თამარ კორძაიას განცხადებით, Edison Research-ის კვლევა აჩვენებს, რომ ერთიანობით საქართველო იმარჯვებს.

მისივე თქმით, ის პარტიები, რომლებიც ბარიერს ვერ ლახავენ კომპრომისზე, შეთანხმებებზე უნდა წავიდნენ, რათა არცერთი ხმა არ დაიკარგოს.

„Edison Research-ის კვლევა აჩვენებს, რომ ერთიანობით საქართველო იმარჯვებს. საქართველოს მოქალაქეების ნება აღსრულდება ერთიანობით. ამიტომ ჩვენი მომდევნო ძალისხმევა მიმართული უნდა იყოს იმისაკენ, რომ ოპოზიციამ კიდევ უფრო მეტი ერთიანობით საქართველოს მოქალაქეების ხმები დავიცვათ, მერე უკვე პარლამენტში ვითანამშრომლოთ კოალიციური მთავრობის შესაბამისად. ფაქტი ერთია, რომ ამ ფორმითაც [გაერთიანებებით] ოპოზიცია ამომრჩევლის ნებას ასახავს. ოპოზიციის ნაწილში კიდევ არის გამსხვილების რესურსი და ის პარტიები, რომლებიც ბარიერს ვერ ლახავენ კომპრომისზე, შეთანხმებებზე უნდა წავიდნენ, იმიტომ, რომ არცერთი ხმა არ დაიკარგოს. მგონია, რომ ამ პარტიების მხრიდან კომპრომისზე წასვლა და ამ გაერთიანებებში მოსვლაც არის მათი ამომრჩევლის ნების ასახვაც, იმიტომ, რომ „ქართული ოცნების“ დამარცხება არის უმრავლესის ნება და ჩვენ ამას ყველამ ხელი უნდა შევუწყოთ“, - განაცხადა კორძაიამ.

ცნობისთვის, Edison Research-ის კვლევის თანახმად, ხვალ რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს, გამოკითხულთა უმრავლესობა, 32.4% ხმას „ქართულ ოცნებას“ მისცემდა, 17.3% „ნაციონალურ მოძრაობა/სტრატეგია აღმაშენებელს“, 12.8% „ძლიერი საქართველო: ლელო/ხალხისთვის/თავისუფლების მოედანს“, 11.2 % „საქართველოსთვის - გიორგი გახარიას“. რაც შეეხება სხვა პოლიტიკურ ძალებს, სხვა პარტიების რეიტინგი ასეთია: კოალიცია ცვლილებებისთვის - ახალი/გირჩი/დროა - 9.9%; „გირჩი“ - იაგო ხვიჩია 5.2%, „ლეიბორისტული პარტია“ 3.3%, „პატრიოტთა ალიანსი“ და „ალტ ინფო“ 2.6%, „მოქალაქეები“ 2.2%; „ევროპული საქართველო“ 1.9%, „სამართლიანობისთვის“ - ეკა ბესელია 0.9%, სხვა პარტიებს ასახელებს 0.4%.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება