თინა ბოკუჩავა - Edison Research-ის კვლევა აჩვენებს, რომ ივანიშვილი 26 ოქტომბრის არჩევნებზე მარცხდება

ეს კვლევა კიდევ ერთხელ აჩვენებს, რომ ივანიშვილი 26 ოქტომბრის არჩევნებზე მარცხდება და ოპოზიცია დამაჯერებლად იმარჯვებს, - ასე შეაფასა "ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ Edison Research-ის კვლევა.

როგორც ბოკუჩავამ ჟურნალისტებს განუცხადა, მიუხედავად ნებისმიერი მცდელობისა, რომ ბიძინა ივანიშვილმა შეცვალოს 26 ოქტომბერს დაგეგმილი არჩევნების შედეგი, ქართველი ხალხის ნება აუცილებლად გაიმარჯვებს.

„ამავდროულად, ძალიან მნიშვნელოვანია მაქსიმალური მობილიზაცია და კონსოლიდაცია ოპოზიციურ სპექტრში იმისთვის, რომ არ დაიკარგოს არცერთი ოპოზიციურად განწყობილი ამომრჩევლის ხმა, ეს არის ჩვენი ამოცანა. გვჯერა, რომ ერთიანობით, კონსოლიდაციითა და საერთო ძალისხმევით ჩვენ მოვიტანთ იმ ცვლილებებს, რომელიც საქართველოს მოქალაქეთა აბსოლუტურ უმრავლესობას მიაჩნია აუცილებლად ქვეყნის ევროატლანტიკური კურსის გადასარჩენად. ივანიშვილი ყოველთვის გათვლას აკეთებდა გარკვეულ სახელისუფლებო რესურსზე, როგორიც არის ადმინისტრაციული რესურსი, მოსყიდვა და დაშინება, თუმცა მიუხედავად ნებისმიერი მცდელობისა, რომ ივანიშვილმა შეცვალოს ამ არჩევნების შედეგი, ქართველი ხალხის ნება აუცილებლად გაიმარჯვებს. ვხედავთ, რომ ქართველი ხალხის არჩევანი დღეს არის ქვეყნის საკეთილდღეოდ ცვლილებები და ჩვენი ქვეყნის ევროატლანტიკური მომავლის გადარჩენა“, - განაცხადა ბოკუჩავამ.

ცნობისთვის, Edison Research-ის კვლევის თანახმად, ხვალ რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს, გამოკითხულთა უმრავლესობა, 32.4% ხმას „ქართულ ოცნებას“ მისცემდა, 17.3% „ნაციონალურ მოძრაობა/სტრატეგია აღმაშენებელს“, 12.8% „ძლიერი საქართველო: ლელო/ხალხისთვის/თავისუფლების მოედანს“, 11.2 % „საქართველოსთვის - გიორგი გახარიას“.

ლევან  ლორთქიფანიძე - პარტიების აკრძალვა ემსახურება ტემპერატურის გაზრდას, დაძაბულობის მატებას, დაპირისპირების გამწვავებას, რაც ხელსაყრელ პირობებს ქმნის ოლიგარქიის მანიპულაციებისთვის
პარტიების აკრძალვის სარჩელში დამალული საფრთხეები საქართველოს სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობისთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 15.10.2026
ისწავლე Skillwill-ში სრული დაფინანსებით და გაიარე ანაზღაურებადი სტაჟირება
„ჩვენნაირი პატარა სკოლისთვის ეს ძალიან დიდი საჩუქარია“ - NMG სკოლების მხარდაჭერას აგრძელებს
საქართველოს საბანკო ასოციაცია - ფინანსური თაღლითობის ახალი სქემა: თაღლითები ბანკის სახელით მოქმედებენ
სითიზენ ექსპოს განვითარების ხედვა: ნაკლები განაშენიანება, მეტი სივრცე ქალაქისთვის
ფიტნეს კლუბების ქსელი „Reforma“
„სმარტი“ თბილისში 55-ე მარკეტს ხსნის
„ჯიპიაი ჰოლდინგმა“ და Visa-მ თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს