თინა ბოკუჩავა - თუ საკონსტიტუციო სასამართლო ამ შანსს არ გამოიყენებს, ქართველი ხალხი გამოიყენებს 26 ოქტომბრის არჩევნების შესაძლებლობას და საკუთარი ევროპული არჩევანით „რუსულ კანონს“ მაინც გააუქმებს

საკონსტიტუციო სასამართლოსთვის ეს სარჩელი [„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის მოქმედების შეჩერების შესახებ] არის შანსი - თუ ის ამ შანსს არ გამოიყენებს, ქართველი ხალხი გამოიყენებს 26 ოქტომბრის არჩევნების შესაძლებლობას და საკუთარი ევროპული არჩევანით „რუსულ კანონს“ მაინც გააუქმებს, - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ გააცხადა.

მისივე თქმით, საკონსტიტუციო სასამართლომ კანონის მოქმედება უნდა შეაჩეროს და არ მისცეს ხელისუფლებას „რუსული კანონის“ ამოქმედების შესაძლებლობა.

„საკონსტიტუციო სასამართლოს მოქმედებებიდან გამომდინარე, მათ შორის პრეზიდენტ ზურაბიშვილის იმპიჩმენტის პროცესის გათვალისწინებით, მაღალი მოლოდინი ვერ გვექნება, რომ საკონსტიტუციო სასამართლო საქართველოს კონსტიტუციით იხელმძღვანელებს და არ დაექვემდებარება ივანიშვილის პოლიტიკურ დაკვეთას. თუმცა ჩვენ ძალიან მნიშვნელოვნად მიგვაჩნია, რომ ოპოზიციისა და საზოგადოების სახელით შევეწინააღმდეგოთ „რუსულ კანონს“, მათ შორის, საკონსტიტუციო ბერკეტების გამოყენებით. სარჩელი შეგვაქვს იმიტომ, რომ „რუსული კანონი“ ძირს უთხრის ქართულ დემოკრატიას, საბოტირებს ჩვენი ქვეყნის ევროატლანტიკურ არჩევანს და ღიად არღვევს საქართველოს კონსტიტუციის 78-ე მუხლს, რომელიც ავალდებულებს ყველა სახელისუფლებო შტოს და ინსტიტუციას, მისი უფლებამოსილების ფარგლებში, ქვეყნის ევროატლანტიკური ინტეგრაციისთვის გააკეთოს ყველაფერი. ეს არის ცალსახა და საკონსტიტუციო სასამართლოსთვის ეს სარჩელი არის შანსი, დადგეს საქართველოს კონსტიტუციისა და ქართველი ხალხის ევროატლანტიკური არჩევანის მხარეს და არა ივანიშვილის ერთპიროვნული არჩევანის მხარეს, რომლის ერთადერთი ამოცანა საქართველოს ევროატლანტიკური არჩევანის საბოტირების ხარჯზე, ძალაუფლების შენარჩუნებაა. თუ საკონსტიტუციო სასამართლო ამ შანს არ გამოიყენებს, ქართველი ხალხი გამოიყენებს 26 ოქტომბრის არჩევნების შესაძლებლობას და საკუთარი ევროპული არჩევანით „რუსულ კანონს“ მაინც გააუქმებს. ასე რომ, ეს არის შანსი საკონსტიტუციო სასამართლოსთვის, 3 სექტემბრამდე შეაჩეროს და არ მისცეს ხელისუფლებას იმის შესაძლებლობა, რომ აამოქმედოს ეს დრაკონული „რუსული კანონი“, რომელიც ჩვენი ქვეყნის ევროატლანტიკურ არჩევანს საბოტირებს“, - განაცხადა თინა ბოკუჩავამ.

პაატა ცაგარეიშვილი - თურქეთი რეგიონში იკავებს დომინანტურ მდგომარეობას და მას მარტივად შეეძლება, სამხრეთ კავკასიის სამივე ქვეყნისთვის მისთვის სასურველი ტარიფების შეთავაზებით, კონკურენტუნარიანი გადაზიდვის მიმართულება შეარჩიოს
ქართული პრესის მიმოხილვა 01.06.2026
კამპანია „ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ“ - KIAF-ის გრან-პრისა და 9 ჯილდოს მფლობელი გახდა
მილიონობით ლარის ინვესტიცია და რეგიონული ჰაბი - NMG კვების ინდუსტრიის ახალ სტანდარტს აწესებს
„Biograpi Living“ დეველოპერულ ბაზარზე ოპერირების 3 წელს აღნიშნავს და 5 ახალ პროექტს აანონსებს
„გამარჯვება გაზიარებით იწყება“ – „სოკარმა“ ახალი მასშტაბური გათამაშება დაიწყო
„ორიენტირი ლისი“ - ახალი ბუტიკური უბანი ლისის ტბიდან 300 მეტრში
ქართველმა ექიმმა ჩინეთიდან საქართველოში, 6 000 კილომეტრის დაშორებით, ტელერობოტული ოპერაცია ჩაატარა - ისტორია დაწერილია