გიორგი ვაშაძე - 26 ოქტომბერი არის, სწორედ ის არჩევნები, რომ ანაკლია, განმუხური და მთელი საქართველო ტურისტებით დატვირთული და განვითარებული იყოს

26 ოქტომბერი არის, სწორედ ის არჩევნები, რომ ანაკლია, განმუხური და მთელი საქართველო ტურისტებით დატვირთული და განვითარებული იყოს,- ამის შესახებ პლატფორმა “ერთიანობის” ლიდერმა გიორგი ვაშაძემ, რეგიონული ტურნეს ფარგლებში, ანაკლიაში ვიზიტისას განაცხადა.

გიორგი ვაშაძის განცხადებით, ქვეყნის ხელისუფლებაში მყოფი ძალა, ქვეყანას ჯინში არ უნდა უდგებოდეს. მისივე თქმით, ქვეყნის სათავეში ხალხის სამსახურში მყოფი ხალხი უნდა იყვნენ.

„ახლა ვართ ანაკლიაში, დაცლილია აქაურობა, აი ეს არის “ქართული ოცნების” სახე. ყველაფერი, რაც გაკეთდა მიშას დროს, ყველაფერს გადაუსვეს ხაზი და იბრძოლეს ბოლომდე. ამბობენ, ბათუმი სავსეა ტურისტებით, ანაკლია ბოლომდე დაცალეს. ერთ სასტუმროში შიგნით ხეებია ამოსული და მიგდებულია მშენებლობა, მეორე სასტუმრო დაიკეტა, იქითა მხარეს თვითონ ბიძინაც ვითომ რომ აშენებდა, იმის მშენებლობაც შეწყდა.

ხიდზე პრობლემებია, პლაჟი ცარიელია, ხალხი არ არის. მე გეკითხებით, როგორ უნდა იარსებოს ამ პირობებში ხალხმა? აი, ეს უსამართლობა უნდა შევცვალოთ! საქართველო უნდა განვავითაროთ! 26 ოქტომბერი არის, სწორედ არჩევნები, რომ ანაკლია, განმუხური, მთელი საქართველო იყოს დატვირთული ტურისტებით და იყოს განვითარებული.

არ შეიძლება ადამიანები, რომლებიც ჯინში უდგებიან თავის ქვეყანას, ის ადამიანები იყვნენ ხელისუფლებაში. ხელისუფლებაში უნდა იყოს ხალხის სამსახურში მყოფი ადამიანები. ასე, რომ წინ გამარჯვებისკენ, წინ ერთიანობისკენ. მხოლოდ ერთიანობა გადაარჩენს საქართველოს“, - განაცხადა ვაშაძემ.

აღნიშნულ ინფორმაციას პარტიის პრესსამსახური ავრცელებს.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - საქართველოს ევროპული მომავალი ჯერ კიდევ არსებობს, ყოველი დაკარგული წელი ამ მიზანს უფრო გვაშორებს, ამაზე პასუხისმგებლობა ეკისრება „ქართულ ოცნებას“, რომელმაც საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნება ქვეყნის ევროპულ წინსვლაზე წინ დააყენა
„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
NMG-მ ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მქონე სტუდენტი 5000 ლარით დაასაჩუქრა
„Biograpi Living-ის“ „მაუდის“ პროექტის არქიტექტურულ კონცეფციაზე MVRDV იმუშავებს
„ამბარი“ - პირველი განსხვავებული კონცეფციის უბნის მოლი საქართველოში, რომელიც ქვეყნის მასშტაბით უკვე 50-ზე მეტ ობიექტს აერთიანებს
ჰეშბანკი თამაშის წესებს ცვლის - რეგიონში პირველად, კრიპტოს გადარიცხვები პირდაპირ ბანკიდან
მალდივების შემდეგ Eagle Hills საცხოვრებელ და ტურისტულ დასახლებებს სირიაში განავითარებს
საქართველოში, ავტომობილების ლეგენდარული ამერიკული ბრენდი - Cadillac შემოდის