ჩინური კომპანია Kacexpo-ს ორგანიზებით, ჩინური ნაწარმის გამოფენა-გაყიდვა გაიმართება

ჩინური კომპანია Kacexpo-ს ორგანიზებით, უკვე მესამედ, საქართველოში ჩინური ნაწარმის დიდი გამოფენა-გაყიდვა - World Trade Expo Georgia 2024 გაიმართება. ღონისძიება საგამოფენო ცენტრ „ექსპო ჯორჯიაში“, 21-23 სექტემბერს გაიმართება და ათობით მონაწილე კომპანიას გააერთიანებს სხვადასხვა სექტორიდან: სამშენებლო მასალა და ტექნიკა; ტექსტილი; სამომხმარებლო პროდუქცია; სასოფლო-სამეურნეო სარწყავი ტექნოლოგიები; სამრეწველო აღჭურვილობა და მზის პანელები; საყოფაცხოვრებო პროდუქცია და ელექტრო მოწყობილობები ავტომობილები და ავტონაწილები; შრომის უსაფრთხოების პროდუქცია.

გამოფენა საინტერესო იქნება როგორც საცალო დამთვალიერებლისთვის ვისაც უბრალოდ საყოფაცხოვრებო ნივთების, წვრილი სამზარეულო ტექნიკის, ტექსტილის, ავტომობილის თუ ავტო ნაწილების შეძენა სურს, არამედ კიდევ უფრო საინტერესო და მნიშვნელოვანი იქნება კომპანებისთვის, ვინც ეძებენ პარტნიორებს თუ პროდუქციის მომწოდებლებს ჩინეთიდან.

როგორც გამოფენის ორგანიზატორები (Kanchen International Exhibition Group -) გვიყვებიან: „ღონისძიება ხელს შეუწყობს ქვეყნებს შორის ურთიერთობის გაღრმავებას.

ეს ღონისძიება ვიზიტორებს სთავაზობს უნიკალურ შესაძლებლობას, გააფართოვონ პროფესიული კავშირები და ადგილზე მიიღონ ინფორმაცია, რომელიც დაეხმარება მათ ჩამოაყალიბონ მომავალი ბიზნეს ხედვები. დამთვალიერებელს შესაძლებლობა ექნება შეხვდნენ ინდუსტრიის მთავარ ფიგურებს და ადგილზე გაეცნონ ექსკლუზიურ პროდუქტებს ჩინეთიდან“.

გვესტუმრეთ, აღმოაჩინეთ ახალი ბიზნეს შესაძლებლობები და უმაღლესი ხარისხის პროდუქცია ჩინეთიდან.

გამოფენაზე დასასწრებად შეგიძლიათ გაიაროთ წინასწარი რეგისტრაცია: https://shorturl.at/LfLGZ დასწრება თავისუფალია!

გამოფენაში მონაწილეობის მიღების მსურველი კომპანიები დაგვიკავშირდით: Carrie@kacexpo.com

Whatsapp: +8615800837670

ნებისმიერი კითხვის შემთხვევაში მოგვწერეთ

გელოდებით 21-22-23 სექტემბერს, წერეთლის #118-ში, 11:00-დან 18:00

მე-11 პავილიონი

(R)

ნიკოლოზ ხატიაშვილი - საქართველოს ევროპული მომავალი ჯერ კიდევ არსებობს, ყოველი დაკარგული წელი ამ მიზანს უფრო გვაშორებს, ამაზე პასუხისმგებლობა ეკისრება „ქართულ ოცნებას“, რომელმაც საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნება ქვეყნის ევროპულ წინსვლაზე წინ დააყენა
„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
NMG-მ ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მქონე სტუდენტი 5000 ლარით დაასაჩუქრა
„Biograpi Living-ის“ „მაუდის“ პროექტის არქიტექტურულ კონცეფციაზე MVRDV იმუშავებს
„ამბარი“ - პირველი განსხვავებული კონცეფციის უბნის მოლი საქართველოში, რომელიც ქვეყნის მასშტაბით უკვე 50-ზე მეტ ობიექტს აერთიანებს
ჰეშბანკი თამაშის წესებს ცვლის - რეგიონში პირველად, კრიპტოს გადარიცხვები პირდაპირ ბანკიდან
მალდივების შემდეგ Eagle Hills საცხოვრებელ და ტურისტულ დასახლებებს სირიაში განავითარებს
საქართველოში, ავტომობილების ლეგენდარული ამერიკული ბრენდი - Cadillac შემოდის