მარიამ ქვრივიშვილი - ჩინეთთან უვიზო რეჟიმის ამოქმედებამ, Air China -სთან მოლაპარაკების წარმატებით დასრულება დააჩქარა

საქართველოს ბაზარზე ჩინეთის სახელმწიფო ავიაკომპანია Air China შემოდის და შემოდგომიდან დაიწყებს რეგულარული ფრენების შესრულებას კვირაში სამი სიხშირით თბილისსა და ურუმჩის შორის.

ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, ავიაკომპანიის დელეგაცია ამ და სხვა სიახლეების შესახებ ინფორმაცია დღეს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილეს, მარიამ ქვრივიშვილს მიაწოდა. შეხვედრას ასევე დაესწრნენ საქართველოს სამოქალაქო ავიაციის დირექტორი, გივი დავითაშვილი და საქართველოს აეროპორტების გაერთიანების ხელმძღვანელი, ირაკლი ქარქაშაძე.

მინისტრის მოადგილის განცხადებით, საქართველოსა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკას შორის სტრატეგიული თანამშრომლობის შესახებ ხელშეკრულების გაფორმებამ ძალიან დიდი სტიმული მისცა სავაჭრო - ეკონომიკური ურთიერთობების გაძლიერებას.

მისი თქმით, ხელმოწერის შემდეგ ამოქმედდა უვიზო რეჟიმი, რამაც დამატებითი სტიმული მისცა მიმდინარე მოლაპარაკებებს ჩინეთის ავიაკომპანიებთან, Air China - სთან კი აღნიშნული პროცესის წარმატებით დასრულება დააჩქარა.

„Air China - ს ხელმძღვანელებთან შევთანხმდით, რომ საერთო ძალისხმევით განვაგრძობთ საქართველოს ცნობადობის გაზრდას ჩინეთში, რათა გავზარდოთ ტურისტების რაოდენობა. იმედს გვაქვს, რომ გაიზრდება იმ ჩინური ქალაქების ჩამონათვალი, საიდანაც საქართველოში პირდაპირი ფრენები შესრულდება. მათ შორის, პეკინიდან და შანხაიდან,“ - აღნიშნა მარიამ ქვრივიშვილმა.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის თქმით, სამინისტრო ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ საქართველოს და ჩინეთს შორის არსებული სტრატეგიული თანამშრომლობა განვითარდეს.

„ყველაფერს გავაკეთებთ, რომ განვითარდეს ჩვენს ქვეყნებს შორის არსებული სტრატეგიული თანამშრომლობა, სავაჭრო - ეკონომიკური ურთიერთობები, რაც დადებითად აისახება ზოგადად ქვეყნის ეკონომიკის, ასევე ტურიზმის ინდუსტრიის და სამოქალაქო ავიაციის გაძლიერებაზე“, - აღნიშნა მინისტრის მოადგილემ.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - საქართველოს ევროპული მომავალი ჯერ კიდევ არსებობს, ყოველი დაკარგული წელი ამ მიზანს უფრო გვაშორებს, ამაზე პასუხისმგებლობა ეკისრება „ქართულ ოცნებას“, რომელმაც საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნება ქვეყნის ევროპულ წინსვლაზე წინ დააყენა
„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
NMG-მ ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მქონე სტუდენტი 5000 ლარით დაასაჩუქრა
„Biograpi Living-ის“ „მაუდის“ პროექტის არქიტექტურულ კონცეფციაზე MVRDV იმუშავებს
„ამბარი“ - პირველი განსხვავებული კონცეფციის უბნის მოლი საქართველოში, რომელიც ქვეყნის მასშტაბით უკვე 50-ზე მეტ ობიექტს აერთიანებს
ჰეშბანკი თამაშის წესებს ცვლის - რეგიონში პირველად, კრიპტოს გადარიცხვები პირდაპირ ბანკიდან
მალდივების შემდეგ Eagle Hills საცხოვრებელ და ტურისტულ დასახლებებს სირიაში განავითარებს
საქართველოში, ავტომობილების ლეგენდარული ამერიკული ბრენდი - Cadillac შემოდის