კახა კალაძე - დემოკრატიის ინდექსით საქართველოს დაწინაურება საქართველოს დღევანდელი ხელისუფლების სწორი და პრაგმატული პოლიტიკის შედეგია

შედეგები და ეს სტატისტიკები საუბრობს ყველაფერზე, თუ როგორ ვითარდება ჩვენი ქვეყანა ყველა მიმართულებით, აბსოლუტური წინსვლა გვაქვს ყველაფერში, - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ მედიასთან „დემოკრატიის მრავალფეროვნების“ კვლევის შედეგებთან დაკავშირებით განაცხადა, რომლის მიხედვითაც, საქართველო დემოკრატიის ინდექსით დაწინაურებულია.

კალაძის თქმით, ქვეყნის წარმატება ხელისუფლების დამსახურებაა, ხალხთან ერთად.

„ხელშესახები შედეგები გვაქვს მიღებული და ეს გამოწვეულია იმ სწორი პოლიტიკით, რომელსაც დღევანდელი ხელისუფლება ატარებს, იმ პრაგმატული პოლიტიკით რომელსაც ჩვენი ხელისუფლება ატარებს, რისთვისაც კრიტიკის ქარცეცხლში გაახვიეს რადიკალებმა თავიანთი, თითქოს, არასამთავრობოებით, რომლებსაც ეხმარებოდნენ ჩვენი, ვითომ, დასავლელი მეგობრები. ხომ გახსოვთ ეს ყველაფერი? დღეს უკვე შეცვლილი რიტორიკა აქვთ და ზუსტად ამ პოლიტიკის შედეგებია, რაზეც თქვენ ახლა საუბრობთ და რასაც დასავლეთში უკვე ვერ უარყოფენ. ყველა კრიტერიუმით საქართველო არის წარმატებული ქვეყანა და ეს ჩვენი ყველას დამსახურებაა, მოსახლეობასთან ერთად“, - განაცხადა თბილისის მერმა.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - საქართველოს ევროპული მომავალი ჯერ კიდევ არსებობს, ყოველი დაკარგული წელი ამ მიზანს უფრო გვაშორებს, ამაზე პასუხისმგებლობა ეკისრება „ქართულ ოცნებას“, რომელმაც საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნება ქვეყნის ევროპულ წინსვლაზე წინ დააყენა
„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
NMG-მ ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მქონე სტუდენტი 5000 ლარით დაასაჩუქრა
„Biograpi Living-ის“ „მაუდის“ პროექტის არქიტექტურულ კონცეფციაზე MVRDV იმუშავებს
„ამბარი“ - პირველი განსხვავებული კონცეფციის უბნის მოლი საქართველოში, რომელიც ქვეყნის მასშტაბით უკვე 50-ზე მეტ ობიექტს აერთიანებს
ჰეშბანკი თამაშის წესებს ცვლის - რეგიონში პირველად, კრიპტოს გადარიცხვები პირდაპირ ბანკიდან
მალდივების შემდეგ Eagle Hills საცხოვრებელ და ტურისტულ დასახლებებს სირიაში განავითარებს
საქართველოში, ავტომობილების ლეგენდარული ამერიკული ბრენდი - Cadillac შემოდის