დიდ დიღომს კიდევ ერთი მწვანე სივრცე შეემატება

დიდ დიღომში, როსტევანისა და ასმათის ქუჩების კვეთაზე, სკვერი ეწყობა, რომლის მიმდინარე სამუშაოებსაც დღეს თბილისის მერი, კახა კალაძე გაეცნო.

ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

„დიდ დიღომში კიდევ ერთი რეკრეაციული პროექტი მიმდინარეობს. აღნიშნული სკვერი მდებარეობს როსტევანისა და ასმათის ქუჩების კვეთაზე და ნახევარ ჰექტარ ტერიტორიას მოიცავს. სამუშაოები რამდენიმე კვირაში დასრულდება. პროექტის ფარგლებში, გაკეთდა სასეირნო ბილიკი, გამოყოფილია ასევე ველობილიკი, ბავშვებისთვის გათვალისწინებულია ატრაქციონების სივრცე, მოეწყობა ფანჩატურები, გაკეთდება სკეიტ მოედანი, რომელიც ძალიან დიდი პოპულარობით სარგებლობს ახალგაზრდებში. ამ ფართიდან გამომდინარე, მაქსიმალურად გამოვიყენეთ ტერიტორია, რათა ყველაფერი ჩაგვეტია. საბოლოოდ, ძალიან კარგი პროექტი გამოვა, როდესაც განათებების მონტაჟი დასრულდება, დაირგვება ხე-მცენარეები და მოეწყობა სარწყავი სისტემა“, - განაცხადა კახა კალაძემ.

პროექტის ფარგლებში ასევე, მოეწყობა საბავშვო, სატრენაჟორო და მაგიდის ჩოგბურთის სივრცეები, დამონტაჟდება LED განათება და სარწყავი სისტემა, მწვანე სივრცეში კი დაირგვება 600-ამდე ხე-მცენარე. პროექტის ღირებულება შეადგენს 1 400 000 ლარს.

სამუშაოებს დღეს მერთან ერთად საბურთალოს რაიონის გამგებელი, გიზო ვასაძე და საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატი, ავთანდილ ცინცაძე გაეცნენ.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - საქართველოს ევროპული მომავალი ჯერ კიდევ არსებობს, ყოველი დაკარგული წელი ამ მიზანს უფრო გვაშორებს, ამაზე პასუხისმგებლობა ეკისრება „ქართულ ოცნებას“, რომელმაც საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნება ქვეყნის ევროპულ წინსვლაზე წინ დააყენა
„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
NMG-მ ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მქონე სტუდენტი 5000 ლარით დაასაჩუქრა
„Biograpi Living-ის“ „მაუდის“ პროექტის არქიტექტურულ კონცეფციაზე MVRDV იმუშავებს
„ამბარი“ - პირველი განსხვავებული კონცეფციის უბნის მოლი საქართველოში, რომელიც ქვეყნის მასშტაბით უკვე 50-ზე მეტ ობიექტს აერთიანებს
ჰეშბანკი თამაშის წესებს ცვლის - რეგიონში პირველად, კრიპტოს გადარიცხვები პირდაპირ ბანკიდან
მალდივების შემდეგ Eagle Hills საცხოვრებელ და ტურისტულ დასახლებებს სირიაში განავითარებს
საქართველოში, ავტომობილების ლეგენდარული ამერიკული ბრენდი - Cadillac შემოდის