ირაკლი კუპრაძე - სოციოლოგიური კვლევები მყარად აჩვენებს ერთადერთ რამეს, რომ საქართველოს მოქალაქეები ჩამოყალიბდნენ ხელისუფლების ცვლილებაზე, რაც აუცილებლად მოხდება 2024 წლის 26 ოქტომბერს

სოციოლოგიური კვლევები მყარად აჩვენებს ერთადერთ რამეს, რომ საქართველოს მოქალაქეები ჩამოყალიბდნენ ხელისუფლების ცვლილებაზე, რაც აუცილებლად მოხდება 2024 წლის 26 ოქტომბერს, - ამის შესახებ „ლელოს“ გენერალურმა მდივანმა ირაკლი კუპრაძემ Edison Research-ის კვლევის შედეგებზე საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, მნიშვნელოვანი მხოლოდ ისაა, რომ ხელისუფლება იცვლება და პლატფორმას „ძლიერი საქართველო“, ამ ცვლილების პროცესში მთავარი როლი ექნება.

„სოციოლოგიური კვლევები მყარად აჩვენებს ერთადერთ რამეს. ეს არის ის, რომ საქართველოს მოქალაქეები ჩამოყალიბდნენ ხელისუფლების ცვლილებაზე, რაც აუცილებლად მოხდება 2024 წლის 26 ოქტომბერს. „ლელოს“ და მისი პარტნიორების პოლიტიკური პლატფორმის მზარდი მხარდაჭერა კი გამოწვეულია ძალიან მარტივი მიზეზით. პლატფორმა, „ძლიერი საქართველო“ იზრდება იმის გამო, რომ ჩვენ ვსაუბრობთ ხალხის რეალურ პრობლემებზე - 200 ათასი სამუშაო ადგილის შექმნის აუცილებლობაზე; იმ პოტენციალზე, რაც „ძლიერი საქართველოს“ კოალიციას აქვს; ანაკლიის პორტის სწრაფად დასრულებაზე; ევროინტეგრაციის სწრაფ რეფორმებზე, რაც ჩვენი ქვეყნის განვითარებას სჭირდება და ემიგრაციის დაბრუნებაზე ჩვენს ქვეყანაში; სტაბილურ განვითარებაზე, რაც აუცილებელია საქართველოს მოქალაქეებისთვის და საზოგადოებრივი ინტერესებისთვის.

მნიშვნელოვანი არის მხოლოდ და მხოლოდ ის, რომ ხელისუფლება იცვლება და ჩვენს პლატფორმას ექნება მთავარი როლი ამ ცვლილების პროცესში“, - განაცხადა ირაკლი კუპრაძემ.

ცნობისთვის, Edison Research-ის კვლევის თანახმად, ხვალ რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს, გამოკითხულთა უმრავლესობა, 32.4% ხმას „ქართულ ოცნებას“ მისცემდა, 17.3% „ნაციონალურ მოძრაობა/სტრატეგია აღმაშენებელს“, 12.8% „ძლიერი საქართველო: ლელო/ხალხისთვის/თავისუფლების მოედანს“, 11.2 % „საქართველოსთვის - გიორგი გახარიას“.

რაც შეეხება სხვა პოლიტიკურ ძალებს, სხვა პარტიების რეიტინგი ასეთია: კოალიცია ცვლილებებისთვის ახალი/გირჩი/დროა - 9.9%; „გირჩი“ - იაგო ხვიჩია 5.2%; „ლეიბორისტული პარტია“ 3.3%; „პატრიოტთა ალიანსი“ და „ალტ ინფო“ 2.6%; „მოქალაქეები“ 2.2%; „ევროპული საქართველო“ 1.9%; „სამართლიანობისთვის“ - ეკა ბესელია 0.9%; სხვა პარტიებს ასახელებს 0.4%.

კორნელი კაკაჩია - რაც უფრო შორდება საქართველო დემოკრატიას, ევროკავშირსა და ევროატლანტიკურ სივრცეს, მით უფრო მცირდება დასავლეთის გავლენა რეგიონში, რაც სრულად შეესაბამება რუსეთის სტრატეგიულ ინტერესებს
ქართული პრესის მიმოხილვა 06.07.2026
ფერნანდო მორიენტესი SBC Summit Tbilisi-ს დაესწრება
​საინფორმაციო სააგენტო „ინტერპრესნიუსი“ ბათუმის ნავთობტერმინალსა და ბათუმის საზღვაო ნავსადგურს პირველად ეწვია
„იმპექსი“ PLUS-ის დაბადების დღის კამპანიას უერთდება
6 ივლისის 06:00 საათიდან „სოკარ ჯორჯია გაზისა“ და „საქორგგაზის“ მომხმარებლების ნაწილს გაზის მიწოდება შეუწყდება
BENEFITS და MedVeritas Global პარტნიორები გახდნენ