რადოსლავ სიკორსკი - რუსეთთან, როგორიც ის არის დღეს, მშვიდობის მიღწევა შეუძლებელია, რადგან მას სურს სარგებლის აგრესიისგან მიღება, ამიტომ ამას ძალა უნდა დავუპირისპიროთ და არა დათმობები

პოლონეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელი რადოსლავ სიკორსკი მიიჩნევს, რომ რუსეთის ფედერაციასთან მშვიდობის მიღწევა შეუძლებელია, რადგან მას სარგებლის მიღება სწორედ საკუთარი აგრესიისგან სურს. შესაბამისად, პოლონეთის პირველი დიპლომატი მიიჩნევს, რომ რუსულ აგრესიას ძალა უნდა დაუპირისპირო და არა დათმობები.

„თანამედროვე რუსეთმა შემოიღო ბევრად უფრო ავტორიტარული რეჟიმი და ჰყავს უფრო მეტი პოლიტპატიმარი, ვიდრე ბრეჟნევის მმართველობის დროს. ამასთან, მან ძალის გამოყენებით დაიწყო საზღვრების ცვლილება. ეუთო იყო ევროპაში უსაფრთხოების სტაბილიზაციის იდეა რუსეთის მონაწილეობით. მრავალი წლისა და ათწლეულის განმავლობაში რუსეთს ეუთო მოსწონდა, რადგან მასში ვეტოს უფლებით სარგებლობდა, თუმცა ახლა მან დაარღვია ყველა პრინციპი და ამას მივყავართ სწორ დასკვნამდე, რომ რუსეთთან როგორიც ის არის დღეს, მშვიდობის მიღწევა შეუძლებელია, რადგან მას სურს სარგებლის აგრესიისგან მიღება. ამიტომ ამას ძალა უნდა დავუპირისპიროთ და არა დათმობები,“ - განაცხადა პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

მისივე განმარტებით, რუსი დიქტატორის ვლადიმერ პუტინის მიზანია მიაღწიოს მშვიდობას მისი პირობებით, უფრო კონკრეტულად კი უკრაინის კაპიტულაციის შედეგად, უკეთ შემთხვევაში, დასავლეთის კაპიტულაციის შედეგად.

„ამაზე სამი პასუხი არსებობს - კაპიტულაცია, აგრესორისთვის წინააღმდეგობის გაწევა ან სულ მცირე აგრესიის შედეგად დაზარალებული ქვეყნის დახმარება, რათა აგრესორი თავად დანებდეს“, - განაცხადა პოლონეთის პირველმა დიპლომატმა.

მისივე თქმით, ახლა დასავლეთში მიმდინარეობს პოლიტიკური ელიტის ცნობიერების „დერუსიფიკაცია.

„უკვე აღარავინ საუბრობს რუსეთის ტრანსფორმაციაზე ვაჭრობის გზით“, - განაცხადა მინისტრმა.

ემილ ავდალიანი - ახლო და საშუალოვადიან პერსპექტივაში ჰორმუზის სრუტის მეორეხარისხოვან მარშრუტად გადაქცევა პრაქტიკულად არარეალისტურია, ნაწილობრივ შემცირება, შესაძლებელია, მაგრამ არა სრულფასოვანი ჩანაცვლება
ქართული პრესის მიმოხილვა 03.08.2026
Galaxy Z სერიის უახლესი დასაკეცი სმარტფონების ინოვაციური ეპოქა - წინასწარი გაყიდვები 3 აგვისტოდან იწყება
Sol De Janeiro უკვე  ოფიციალურად საქართველოშია - ბრაზილიური ზაფხული, ნებისმიერი სეზონისთვის
ახალი „ავტო სივრცე“ „ვისოლის“ აპლიკაციაში - მძღოლებისთვის საჭირო ყველა სერვისი ერთ APP-ში