ვახტანგ მეგრელიშვილი - Edison Research-ის მიერ წარმოდგენილი ციფრები სანდო რომ იყოს, დღეს ოპოზიცია ერთმანეთს უნდა ხვდებოდეს, ზეიმობდეს და იმაზე თანხმდებოდეს, მომავალ მთავრობაში ვინ იქნება მინისტრი და ვინ დარჩება პარლამენტში

Edison Research-ის მიერ წარმოდგენილი ციფრები სანდო რომ იყოს, დღეს ოპოზიცია ერთმანეთს უნდა ხვდებოდეს, ზეიმობდეს და იმაზე თანხმდებოდეს, მომავალ მთავრობაში ვინ იქნება მინისტრი და ვინ დარჩება პარლამენტში, - ასე ეხმაურება ტელეკომპანია "ფორმულას" მიერ გამოქვეყნებული კვლევის შედეგებს პარტია "გირჩის" დეპუტატი ვახტანგ მეგრელიშვილი.

მეგრელიშვილის შეფასებით, პარტიული კვლევები საქართველოში პარტიებს შორის ბრძოლის იარაღია.

მისი თქმით, იმედისმომცემია „გირჩისთვის" დაწერილი მაჩვენებელი, რადგან 2020 წლის არჩევნების შემდეგ ჩატარებულ სოციოლოგიურ კვლევებში პარტია "გირჩი" არც კი იზომებოდა და ყველა კვლევა პარტიას "სხვაში"-ში ატარებდა, რაც 1%-ზე ნაკლებს ნიშნავდა.

„იმის გათვალისწინებით, რომ პარტიული კვლევები გამოიყენება არა სოციოლოგიური მიზნებით, არამედ პარტიებს შორის პოლიტიკური ბრძოლისთვის, გაკვირვებული ვართ, რომ პირველად ისტორიაში, ჩვენმა კონკურენტმა პარტიამ საარჩევნო ბარიერის გადალახვის მაჩვენებელი დაგვიწერა. ეს იმაზე მიუთითებს, რომ ალბათ ჩვენ ბევრად კარგი მაჩვენებელი გვაქვს, რისი დამალვაც შეუძლებელია და ეს მათ შორის არჩევნებზეც გამოჩნდება.

მე ამ კვლევებს არ დავეყრდნობოდი, რადგან კომენტარები, რითაც კვლევის პრეზენტირება მოხდა, მიუთითებს, თუ რამდენად არასიმპათიური ვართ ხალხისთვის, ვინც ეს კვლევა ჩაატარა. აქედან გამომდინარე, სექტემბერში ანალოგიურ კვლევაში ჩვენ შეიძლება 2% გვეწეროს.

ამიტომ ყურადღება არ უნდა მივაქციოთ კვლევებს, რადგან ის აბსოლუტურად დისკრედიტირებულია", - განაცხადა ვახტანგ მეგრელიშვილმა.

ტელეკომპანია "ფორმულას" დაკვეთით Edison Research-ის საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის შედეგების მიხედვით, ხვალ რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას, შედეგები ასე ნაწილდება:

ქართული ოცნება/ხალხის ძალა – 32.4%;

ერთიანობა: ნაციონალური მოძრაობა/სტრატეგია აღმაშენებელი -17.3%;

ძლიერი საქართველო: ლელო/ხალხისთვის/თავისუფლების მოედანი – 12.8%.

საქართველოსთვის – გიორგი გახარია – 11.2%;

კოალიცია ცვლილებებისთვის ახალი/გირჩი/დროა – 9.9%;

გირჩი – იაგო ხვიჩია- 5.2%;

ლეიბორისტული პარტია – 3.3%;

პატრიოტთა ალიანსი და ალტ ინფო – 2.6%;

მოქალაქეები – 2.2%;

ევროპული საქართველო – 1.9%

სამართლიანობისთვის – ეკა ბესელია 0.9%;

სხვა პარტიები – 0.4%.

პაატა ცაგარეიშვილი - თურქეთი რეგიონში იკავებს დომინანტურ მდგომარეობას და მას მარტივად შეეძლება, სამხრეთ კავკასიის სამივე ქვეყნისთვის მისთვის სასურველი ტარიფების შეთავაზებით, კონკურენტუნარიანი გადაზიდვის მიმართულება შეარჩიოს
ქართული პრესის მიმოხილვა 01.06.2026
კამპანია „ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ“ - KIAF-ის გრან-პრისა და 9 ჯილდოს მფლობელი გახდა
მილიონობით ლარის ინვესტიცია და რეგიონული ჰაბი - NMG კვების ინდუსტრიის ახალ სტანდარტს აწესებს
„Biograpi Living“ დეველოპერულ ბაზარზე ოპერირების 3 წელს აღნიშნავს და 5 ახალ პროექტს აანონსებს
„გამარჯვება გაზიარებით იწყება“ – „სოკარმა“ ახალი მასშტაბური გათამაშება დაიწყო
„ორიენტირი ლისი“ - ახალი ბუტიკური უბანი ლისის ტბიდან 300 მეტრში
ქართველმა ექიმმა ჩინეთიდან საქართველოში, 6 000 კილომეტრის დაშორებით, ტელერობოტული ოპერაცია ჩაატარა - ისტორია დაწერილია