ვახტანგ მეგრელიშვილი - „ქართული ოცნების“ მიერ მექანიკურად დასახელებული ციფრი, თუ რამდენ არასამთავრობო ორგანიზაციას არა აქვს ფინანსური ინფორმაცია გამოქვეყნებული, ჩემთვის არგუმენტი არ არის

„ქართული ოცნების“ მიერ მექანიკურად დასახელებული ციფრი, თუ რამდენ არასამთავრობო ორგანიზაციას არა აქვს ფინანსური ინფორმაცია გამოქვეყნებული, ჩემთვის არგუმენტი არ არის - როცა საუბარია ფინანსურ გამჭვირვალობაზე, ეს ქართული ჯიშის ღორის გამრავლების ან ძაღლების კეთილდღეობის პროექტებს არ უნდა ეხებოდეს, - ამის შესახებ ჟურნალისტებს "გირჩის" დეპუტატმა ვახტანგ მეგრელიშვილმა განუცხადა.

მეგრელიშვილმა კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ პარლამენტის მიერ მიღებული "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონი "ანტიდასავლური", "ანტიამერიკული" კანონია, რომელიც მიმართულია მტრების წინააღმდეგ.

მეგრელიშვილის თქმით, კანონი კავშირში არ არის იმასთან, თუ რა ინფორმაციას ასაჯაროებს ან არ ასაჯაროებს არასამთავრობო სექტორი მის დაფინანსებაზე.

"ის, რომ ზოგიერთ არასამთავრობო ორგანიზაციას ინფორმაცია გასაჯაროებული არა აქვს, ამას რაციონალური ახსნა გააჩნია. თუ ვინმე სოფლის მეურნეობისთვის ან ძაღლების კეთილდღეობისთვის იღებს გრანტს და მას პოლიტიკური შინაარსი არ გააჩნია, ასეთი პროექტებისთვის ინფორმაციის გასაჯაროება ზედმეტი ტვირთია.

ის, რომ ამდენი ხანი გავიდა, კანონის მიმართ საზოგადოების აზრი ჩამოყალიბდა, მაგრამ "ქართული ოცნება" არ ეშვება იმის მტკიცებას, რომ მის მიერ მიღებული კანონი ანტიდასავლური და ანტიამერიკულია, თავად "ქართული ოცნების" პრობლემაზე მიუთითებს, ვიდრე იმ არასამთავრობო ორგანიზაციების პრობლემაზე, ვისაც ვებგვერდები არა აქვს", - განაცხადა მეგრელიშვილმა.

ვალერი ჩეჩელაშვილი - რაც უფრო უკეთეს ხელშეკრულებას დადებ რუსეთთან, მით უფრო დიდია შანსი, რომ რუსეთი გარკვეულ ეტაპზე დაარღვევს - ერთადერთი გარანტიაა, თუ მასში მონაწილეობას მნიშვნელოვანი გეოპოლიტიკური მოთამაშეები მიიღებენ
ქართული პრესის მიმოხილვა 14.05.2026
„ვისოლის“ ბიუჯეტური ავტოგასამართი სადგურების ქსელი „ვიგო“ ქუთაისში 3 ობიექტს ხსნის
შპს „ქართული სადისტრიბუციო მარკეტინგული კომპანია“ „საოჯახო კალათის“ ინიციატივაში ერთვება
PSP-ს მხარდაჭერით Mercedes-Benz Fashion Week Tbilisi ჩატარდა
საქართველოს ბიზნეს ასოციაცია სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის არჩევასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს