პაატა ზაქარეიშვილი - „ქართული ოცნება“ ვერ გაიმარჯვებს ტოტალური გაყალბების გარეშე - 60%-ის აღება რომ უნდა, არ გამოუვა

„ქართული ოცნება“ ვერ გაიმარჯვებს ტოტალური გაყალბების გარეშე, - ამის შესახებ პოლიტოლოგმა პაატა ზაქარეიშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „რეზიუმეში“ განაცხადა.

ზაქარეიშვილმა „ედისონ რისერჩის“ კვლევები შეაფასა და აღნიშნა, რომ სახელისუფლებო გუნდი უმრავლესობით ვეღარ გაიმარჯვებს, თუმცა საჭიროა, შემდეგ უკვე, პარლამენტში შესული ოპოზიცია გაერთიანდეს, რათა „ქართულმა ოცნებამ“ მთავრობის ჩამოყალიბება ვეღარ შეძლოს.

„თუ ჩვენ კვლევების შემდეგ გვებადება კითხვები, რამდენად სწორად ასახავს „ქართული ოცნების“ მხარდამჭერთა პროცენტულობას, იგივე კითხვები უნდა გვებადებოდეს სხვა პარტიებზეც, რომლებიც კვლევის მიხედვით 5%-იან ბარიერს ლახავს. თუ ყველა პარტიის მიმართ ვიქნებით ობიექტურები და კრიტიკულები, „ქართული ოცნების“ რეიტინგში ცდომილებას დავუშვებთ, უარყოფით ან დადებით კონტექსტში, ასეთივე ცდომილება უნდა დავუშვათ სხვა პარტიების მიმართაც. ასეთი ობიექტურობა იძლევა საშუალებას, ვთქვათ, რომ „ქართული ოცნება“ ვერაფრით იღებს იმ რაოდენობას, რაც დღეს აქვს პარლამენტში, თუ ტოტალურად არ გააყალბა. 4-5%-ით გაყალბება, რაც ბოლო არჩევნებზე გააკეთა „ქართულმა ოცნებამ“ , (ადგილობრივ არჩევნებზე ქუთაისში წააგო მკაფიოდ, მაგრამ მაინც მიაყარა ხმები), 50-50-ზე ჯდება ხელისუფლება-ოპოზიციის ხმები, ხელისუფლებისთვის 50% არ არის სუფთა, მას აუცილებლად „წაყრილი“ აქვს რაღაც ხმები. „ქართული ოცნება“ ვერ გაიმარჯვებს ტოტალური გაყალბების გარეშე და ტოტალური გაყალბება აუცილებლად იყვირებს.

„ქართულ ოცნებას“ 60%-ის აღება რომ უნდა, არ გამოუვა და ეს 60% შეიძლება ერთიანი ოპოზიციის მხარეს აღმოჩნდეს. დღეს ოპოზიცია ერთიანი არ არის და ეს ძალიან კარგია, მაგრამ, შიგნით პარლამენტში ვერცერთ ოპოზიციურ პარტიას ვერ ექნება იმხელა უმრავლესობა, რომ მთავრობა ჩამოაყალიბოს, ბიუჯეტი მიიღოს, კანონები მიიღოს, ამიტომ ყველა ოპოზიციური სუბიექტი უნდა გაერთიანდეს, რათა აჯობოს „ქართულ ოცნებას“. ამის შანსი მაღალია, თუ, რა თქმა უნდა, „ოცნებამ“ არ განახორციელა ძალიან სერიოზული გაყალბება, ეს კი არ გამოუვა, თუ ამომრჩეველი მაქსიმალურად მივა არჩევნებზე და ხმას არ მისცემს „ქართულ ოცნებას“, - განაცხადა პაატა ზაქარეიშვილმა.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიციას აუცილებლად უნდა ჰყავდეს მკვეთრად გამოხატული ერთი ლიდერი და ეს ლიდერი პოლიტიკაში შედარებით ახალი ფიგურა უნდა იყოს - სუფთა ხელებით, შეულახავი რეპუტაციით
ქართული პრესის მიმოხილვა 16.04.2026
WhiteBIT საქართველომ, ეროვნული ბანკისგან ბროკერის ლიცენზია მოიპოვა
„მეტროპოლ ლისი“ - ცხოვრება, როგორც დასვენება და სახლი, რომელიც ბუნებასთან ახლოს ჩაიფიქრე
„თეთრმა კვადრატმა“ პროექტების განვითარებისთვის 8 მილიონი აშშ დოლარი მოიზიდა
PSP-ში K-Beauty გათამაშებაში 1000 პრიზთან ერთად შეგიძლიათ მოიგოთ სამოგზაურო ტური სამხრეთ კორეაში
„მაკდონალდს საქართველომ“ ბიზნესის და ტექნოლოგიების უნივერსიტეტთან (BTU) ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა
თიბისის მხარდაჭერით თბილისის წიგნის ბაზრობა გაიმართება
#აჩუქეწიგნი, ჩაერთე კამპანიაში და იპოვე შენთვის საყვარელი ადამიანის მიერ დაწერილი პერსონალური წერილი „ბიბლუსის“ მაღაზიებში