სალომე სამადაშვილი - „ქართული ოცნების“ წევრები დასხდნენ დებატებზე ოპოზიციასთან, მაგრამ სათქმელი არაფერი აქვთ - ჩვენ მზად ვართ

კვლევის შედეგები აჩვენებს, რომ „ქართულ ოცნებას“ მხარდაჭერა აღარ აქვს, - ამის შესახებ პარტია „ლელოს“ პოლიტიკურმა მდივანმა, სალომე სამადაშვილმა „ედისონ რისერჩის“ კვლევის შედეგებზე საუბრისას განაცხადა, რომლის მიხედვითაც „ქართული ოცნება“ / „ხალხის ძალას“ 32.4% უჭერს მხარს.

სალომე სამადაშვილის განცხადებით, არჩევნების შედეგებთან შედარებით „ედისონ რისერჩის“ კვლევის შედეგები „ქართულ ოცნებაში“ ძალიან კარგ შედეგად მოეჩვენებათ.

„მგონია, რომ კვლევის შედეგები არჩევნებამდე შეიცვლება, „ქართული ოცნება“ კიდევ მეტ ხმას დაკარგავს. ამაში დარწმუნებული ვარ, რადგან ბიძინა ივანიშვილი გაშიშვლდა. ის ღია კონფრონტაციაში შევიდა ჩვენს მთავარ სტრატეგიულ მოკავშირეებთან - ევროკავშირთან და აშშ-სთან. საქართველოს ყველა მოქალაქემ იცის, ჩვენ რომ გვაქვს დამოუკიდებელი სახელმწიფო და ძალიან ბევრი სხვა სიკეთე, უკავშირდება სწორედ ჩვენს ურთიერთობებს დასავლეთთან, ამას ქართველი ხალხი არ აპატიებს.

მეორე, მიუხედავად იმისა, რა ხდება დღეს უკრაინასა და რუსეთს შორის, საქართველოს მოქალაქეების უმრავლესობის ძალიან მყარი არჩევანია, რომ რუსეთისგან უნდა იყო დაცული და ამისათვის ერთადერთი გზა არის ევროატლანტიკურ სივრცეში ყოფნა.

მესამე, მასშტაბი, სადაც არის გასული დღეს ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლების კორუფციის ხარისხი, ამ ქვეყანას არ უნახავს. ამ ყველაფერზე პასუხს გასცემს ქართველი ხალხი პირადად ბიძინა ივანიშვილს არჩევნებზე და დარწმუნებული ვარ, რომ გამოკითხვის შედეგები კიდევ ძალიან კარგ შედეგად მოეჩვენებათ არჩევნების შედეგებთან შედარებით“, - განაცხადა სალომე სამადაშვილმა.

სალომე სამადაშვილი „ქართული ოცნების“ ლიდერებს მოუწოდებს, წინასაარჩევნოდ ოპოზიციასთან დებატებში დასხდნენ.

“„ქართულ ოცნებას“ ნორმალური საარჩევნო კამპანიის წარმოების რესურსი არ აქვს იმიტომ, რომ უკვე ბევრჯერ მოატყუეს ხალხი ამ 12 წლის მანძილზე. როგორ შეიძლება წინასაარჩევნო პერიოდმა ჩაიაროს ისე, რომ პოლიტიკურ დებატებზე არ მოდიოდეს ხელისუფლება ოპოზიციასთან. დებატებზე დასხდნენ ოპოზიციასთან, მაგრამ სათქმელი არაფერი აქვთ. ჩვენ ვართ მზად დებატებისთვის ყველასთან.

არაფერი მათ სათქმელი არ აქვთ. ოპოზიციასთან დებატების ნაცვლად ისინი საზოგადოებას სთავაზობენ იაფფასიან რუსულ პროპაგანდისტულ გზავნილებს. საზოგადოებას ეს ყელში ამოუვიდა“, - განაცხადა სალომე სამადაშვილმა.

პაატა ცაგარეიშვილი - თურქეთი რეგიონში იკავებს დომინანტურ მდგომარეობას და მას მარტივად შეეძლება, სამხრეთ კავკასიის სამივე ქვეყნისთვის მისთვის სასურველი ტარიფების შეთავაზებით, კონკურენტუნარიანი გადაზიდვის მიმართულება შეარჩიოს
ქართული პრესის მიმოხილვა 01.06.2026
კამპანია „ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ“ - KIAF-ის გრან-პრისა და 9 ჯილდოს მფლობელი გახდა
მილიონობით ლარის ინვესტიცია და რეგიონული ჰაბი - NMG კვების ინდუსტრიის ახალ სტანდარტს აწესებს
„Biograpi Living“ დეველოპერულ ბაზარზე ოპერირების 3 წელს აღნიშნავს და 5 ახალ პროექტს აანონსებს
„გამარჯვება გაზიარებით იწყება“ – „სოკარმა“ ახალი მასშტაბური გათამაშება დაიწყო
„ორიენტირი ლისი“ - ახალი ბუტიკური უბანი ლისის ტბიდან 300 მეტრში
ქართველმა ექიმმა ჩინეთიდან საქართველოში, 6 000 კილომეტრის დაშორებით, ტელერობოტული ოპერაცია ჩაატარა - ისტორია დაწერილია