საუთპორტში დანით შეიარაღებული პირის თავდასხმის შედეგად, ორი ბავშვი დაიღუპა

საუთპორტში დანით შეიარაღებული პირის თავდასხმის შედეგად, ორი ბავშვი დაიღუპა, - ამის შესახებ ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.­

მერსისაიდის პოლიციის უფროსმა, სერენა კენედიმ განაცხადა, რომ თავდასხმის შედეგად ორი ბავშვი დაიღუპა და ცხრა დაშავდა, მათგან ექვსის მდგომარეობა მძიმეა. ასევე, მძიმეა ორი ზრდასრულის მდგომარეობა, რომლებიც ბავშვების დაცვას ცდილობდნენ.

შემთხვევა დიდი ბრიტანეთის ქალაქ საუთპორტში მდებარე ერთ-ერთ საცეკვაო სკოლაში მოხდა.

პოლიციის განცხადებით, თავდასხმა ტერორიზმს არ უკავშირდება და თავდამსხმელი, 17 წლის ბიჭი, უკვე დაკავებულია.

ვიტალი ბალა - პრობლემა ისაა, რომ ზელენსკის მიმართ ნდობა ეცემა, რჩება შთაბეჭდილება, რომ ხელისუფლების წარმომადგენლები სამხრედროებს უფრო ხელს უშლიდნენ, ვიდრე ეხმარებოდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 24.08.2026
Skillwill-ში პროფესიულ სადიპლომო პროგრამებზე წინასწარი რეგისტრაცია მიმდინარეობს
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ იანვარ-აგვისტოს საქმიანობა