პრემიერი - ხაზარაძე-ჯაფარიძემ სცადეს საერთაშორისო არბიტრაჟის გამოყენება ქართული სახელმწიფოს წინააღმდეგ, თუმცა გაიმარჯვა სიმართლემ და სახელმწიფომ, რომელიც მოქმედებს სამართლიანი წესების შესაბამისად

ხაზარაძე-ჯაფარიძემ სცადეს საერთაშორისო არბიტრაჟის გამოყენება ქართული სახელმწიფოს წინააღმდეგ, თუმცა ამ შემთხვევაშიც გაიმარჯვა სიმართლემ და სახელმწიფომ, რომელიც მოქმედებს სამართლიანი წესების შესაბამისად ყველა შემთხვევაში, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, ზოგადად, „ნაცმოძრაობის“ წარმომადგენლებმა არაერთხელ უჩივლეს საქართველოს და არაერთი საქმე წარიმართა სხვადასხვა საერთაშორისო ინსტანციაში საქართველოს წინააღმდეგ „ნაცმოძრაობის“ ინიცირებით.

„ძირითადად ეს უკავშირდება სტრასბურგის სასამართლოს. იყო საქმე, მაგალითად მაშინდელი „რუსთავი 2 საქართველოს წინააღმდეგ“, „სააკაშვილი საქართველოს წინააღმდეგ“, „უგულავა საქართველოს წინააღმდეგ“ და ა.შ. ყველა შემთხვევაში გამარჯვებული დარჩა საქართველო. ამ შემთხვევაშიც იყო საქმე, რომელიც წარმოებდა საერთაშორისო არბიტრაჟში, ეს იყო საქმე - „ხაზარაძე-ჯაფარიძე საქართველოს წინააღმდეგ“ და ამ შემთხვევაშიც საქართველო გამოვიდა გამარჯვებული ერთი მარტივი მიზეზის გამო - სახელმწიფო ყოველთვის იცავს წესებს, როდესაც მოქმედებს. ეს პრაქტიკა დაინერგა საქართველოში 2012 წლის შემდეგ და სწორედ ამის გამოა, რომ ყველა საერთაშორისო სასამართლო ინსტანციაში, მათ შორის არბიტრაჟში, საქმეებს იგებს ხოლმე სახელმწიფო, სადაც წარმოებს დავა „ნაცმოძრაობის“ წარმომადგენლებსა და საქართველოს წარმომადგენლებს შორის. ხაზარაძე-ჯაფარიძეც არიან ამ კოლექტიური პოლიტიკური ძალის წარმომადგენლები, მათაც სცადეს საერთაშორისო არბიტრაჟის გამოყენება ქართული სახელმწიფოს წინააღმდეგ, თუმცა ამ შემთხვევაშიც გაიმარჯვა სიმართლემ და სახელმწიფომ, რომელიც მოქმედებს სამართლიანი წესების შესაბამისად ყველა შემთხვევაში“, - აღნიშნა პრემიერმა "იმედის" ეთერში, რომლის კომენტარსაც მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - საქართველოს ევროპული მომავალი ჯერ კიდევ არსებობს, ყოველი დაკარგული წელი ამ მიზანს უფრო გვაშორებს, ამაზე პასუხისმგებლობა ეკისრება „ქართულ ოცნებას“, რომელმაც საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნება ქვეყნის ევროპულ წინსვლაზე წინ დააყენა
„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
NMG-მ ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მქონე სტუდენტი 5000 ლარით დაასაჩუქრა
„Biograpi Living-ის“ „მაუდის“ პროექტის არქიტექტურულ კონცეფციაზე MVRDV იმუშავებს
„ამბარი“ - პირველი განსხვავებული კონცეფციის უბნის მოლი საქართველოში, რომელიც ქვეყნის მასშტაბით უკვე 50-ზე მეტ ობიექტს აერთიანებს
ჰეშბანკი თამაშის წესებს ცვლის - რეგიონში პირველად, კრიპტოს გადარიცხვები პირდაპირ ბანკიდან
მალდივების შემდეგ Eagle Hills საცხოვრებელ და ტურისტულ დასახლებებს სირიაში განავითარებს
საქართველოში, ავტომობილების ლეგენდარული ამერიკული ბრენდი - Cadillac შემოდის