ირაკლი კობახიძე - აშშ-ი არის ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი - ურთიერთობები უნდა გადაიტვირთოს და მჯერა, მომავალი წლისთვის გვექნება თვისებრივად განსხვავებული ხარისხი ჩვენს ურთიერთობებში

ზოგადად, ჩვენ პატივს ვცემთ ამერიკელი ხალხის არჩევანს, ჩვენი საქმე არ არის, ვის აირჩევს ამერიკელი ხალხი, ჩვენ უნდა ვითანამშრომლოთ ნებისმიერ ადმინისტრაციასთან, ერთადერთი განსხვავება არის რამდენიმე თვეში, უფრო გვიან დასრულდება ომი, თუ უფრო ადრე, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

მთავრობის მეთაურის შეფასებით, აშშ-თან ურთიერთობების გადატვირთვას ალტერნატივა არ აქვს, რამდენადაც აშშ-ი საქართველოს სტრატეგიული პარტნიორია.

„ყველა შემთხვევაში, ვფიქრობ, ომი დასრულდება მომავალ წელს, იქნება ეს ერთი ადმინისტრაცია თუ მეორე ადმინისტრაცია და სწორედ ომის დასრულების შემდეგ გამარტივდება ურთიერთობების გადატვირთვა ნებისმიერ ადმინისტრაციასთან, იქნება ეს „დემოკრატების“ თუ „რესპუბლიკელების“ ადმინისტრაცია. აშშ-ი არის ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი და ჩვენ ვართ მოლოდინის რეჟიმში. მთავარია, ჩვენ ვიხილოთ შემხვედრი ნაბიჯები. თუ იქნება შემხვედრი ნაბიჯები, რა თქმა უნდა, არაფერი უდგას წინ ურთიერთობების გადატვირთვას. საქართველო არის პატარა ქვეყანა. აშშ-ი არის ძალიან დიდი სახელმწიფო მსოფლიო გავლენით. აქედან გამომდინარე, ყველაფერი მათ ხელშია. ჩვენ არ შეგვიძლია არსებითად რაიმეს შეცვლა. მთავარია, რომ ვდგამთ ნაბიჯებს და ველოდებით შემხვედრ ნაბიჯებს. როგორც კი ეს ნაბიჯები გადმოიდგმება, მაშინვე მოხდება გადატვირთვა“,- განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

მთავრობის მეთაურის თქმით, მთავარი ფაქტორია ომი და არა ის, რომელი ადმინისტრაცია იქნება აშშ-ის ხელისუფლებაში.

„მთავარი ფაქტორია ომის დასრულება. როგორც კი ომი დასრულდება, მაშინვე გადაიტვირთება ურთიერთობები. ეს არის ჩვენი ოპტიმიზმის საფუძველი. ჩვენი ოპტიმიზმი პირდაპირ არის დაკავშირებული ომის დასრულების ფაქტორთან. ასეც და ისეც, ურთიერთობები უნდა გადაიტვირთოს და მჯერა, ჩვენ მომავალი წლისთვის უკვე გვექნება თვისებრივად განსხვავებული ხარისხი ჩვენს ურთიერთობებში“, - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ "იმედის" ეთერში.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - საქართველოს ევროპული მომავალი ჯერ კიდევ არსებობს, ყოველი დაკარგული წელი ამ მიზანს უფრო გვაშორებს, ამაზე პასუხისმგებლობა ეკისრება „ქართულ ოცნებას“, რომელმაც საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნება ქვეყნის ევროპულ წინსვლაზე წინ დააყენა
„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
NMG-მ ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მქონე სტუდენტი 5000 ლარით დაასაჩუქრა
„Biograpi Living-ის“ „მაუდის“ პროექტის არქიტექტურულ კონცეფციაზე MVRDV იმუშავებს
„ამბარი“ - პირველი განსხვავებული კონცეფციის უბნის მოლი საქართველოში, რომელიც ქვეყნის მასშტაბით უკვე 50-ზე მეტ ობიექტს აერთიანებს
ჰეშბანკი თამაშის წესებს ცვლის - რეგიონში პირველად, კრიპტოს გადარიცხვები პირდაპირ ბანკიდან
მალდივების შემდეგ Eagle Hills საცხოვრებელ და ტურისტულ დასახლებებს სირიაში განავითარებს
საქართველოში, ავტომობილების ლეგენდარული ამერიკული ბრენდი - Cadillac შემოდის