ბექა ლილუაშვილი - ანაკლიის პორტთან დაკავშირებით საერთაშორისო საარბიტრაჟო სასამართლომ თავისი სახელი დაარქვა ყველაფერს! - მამუკა ხაზარაძემ დავა წააგო, ეს მისთვის რთული იქნება, მაგრამ ამის აღიარება მოუწევს

ანაკლიის პორტთან დაკავშირებით საერთაშორისო საარბიტრაჟო სასამართლომ წერტილი დაუსვა და თავისი სახელი დაარქვა ყველაფერს! - მამუკა ხაზარაძემ დავა წააგო, ეს მისთვის რთული იქნება, მაგრამ ამის აღიარება მოუწევს - ამ გადაწყვეტილების შემდეგ, ხაზარაძეს მოუწევს ბოდიში მოიხადოს! - აღნიშნული განცხადება პარლამენტში პარტია "გახარია საქართველოსთვის" დეპუტატმა ბექა ლილუაშვილმა გააკეთა.

როგორც ლილუაშვილმა აღნიშნა, ბოლო ოთხი წლის განმავლობაში ხაზარაძის მხრიდან საკითხის პოლიტიზირება ხდებოდა და ადგილი ჰქონდა აბსოლუტურად უსაფუძვლო შეტევებს, ყოველგვარი არგუმენტაციის გარეშე.

„ჩვენ ვხედავდით მოდელირებულ რეალობას ჩვენს და ჩვენი პოლიტიკური ლიდერის გიორგი გახარიას წინააღმდეგ. ვითმენდით აბსოლუტურად უსაფუძვლო ტყუილ ბრალდებებს. არასდროს ამ საკითხებზე პასუხი არ გაგვიცია. ეს მაშინ, როცა ჩვენ ხელისუფლებაში ის გუნდი ვიყავით, ვინც ანაკლიის პორტის მშენებლობას მხარს უჭერდა და ამ პროექტის განხორციელებას ყველანაირად ცდილობდა.

საარბიტრაჟო სასამართლომ წერტილი დაუსვა და სახელი დაარქვა ყველაფერს - ამ გადაწყვეტილების შემდეგ ხაზარაძეს მოუწევს ბოდიში მოიხადოს.

"ლელოს", როგორც პოლიტიკურ ძალას, ყოველთვის წარმატებას ვუსურვებდით და ახლაც წარმატებას ვუსურვებთ", - განაცხადა ბექა ლილუაშვილმა.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - საქართველოს ევროპული მომავალი ჯერ კიდევ არსებობს, ყოველი დაკარგული წელი ამ მიზანს უფრო გვაშორებს, ამაზე პასუხისმგებლობა ეკისრება „ქართულ ოცნებას“, რომელმაც საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნება ქვეყნის ევროპულ წინსვლაზე წინ დააყენა
„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
NMG-მ ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მქონე სტუდენტი 5000 ლარით დაასაჩუქრა
„Biograpi Living-ის“ „მაუდის“ პროექტის არქიტექტურულ კონცეფციაზე MVRDV იმუშავებს
„ამბარი“ - პირველი განსხვავებული კონცეფციის უბნის მოლი საქართველოში, რომელიც ქვეყნის მასშტაბით უკვე 50-ზე მეტ ობიექტს აერთიანებს
ჰეშბანკი თამაშის წესებს ცვლის - რეგიონში პირველად, კრიპტოს გადარიცხვები პირდაპირ ბანკიდან
მალდივების შემდეგ Eagle Hills საცხოვრებელ და ტურისტულ დასახლებებს სირიაში განავითარებს
საქართველოში, ავტომობილების ლეგენდარული ამერიკული ბრენდი - Cadillac შემოდის