იაგო ხვიჩია - „ქართული ოცნების“ მიერ ფინანსურ გამჭვირვალობაზე სხვისთვის პასუხის მოთხოვნა, დაახლოებით ისეთივეა, მსუბუქი ყოფაქცევის ქალი უბიწოებაზე რომ გიკითხავდეს ლექციას

„ქართული ოცნების“ მიერ ფინანსურ გამჭვირვალობაზე სხვისთვის პასუხის მოთხოვნა, დაახლოებით ისეთივეა, მსუბუქი ყოფაქცევის ქალი უბიწოებაზე რომ გიკითხავდეს ლექციას, - ეს განცხადება მედიასთან "გირჩის" დეპუტატმა იაგო ხვიჩიამ გააკეთა.

რაც შეეხება პრეზიდენტის, პარლამენტის ოპოზიციონერი დეპუტატებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონის წინააღმდეგ საკონსტიტუციო სასამართლოში წარდგენილ სარჩელებს, ხვიჩიას თქმით, საკონსტიტუციო სასამართლოს ნდობის საფუძველი არ მოუცია და მისგან არაფერს განსაკუთრებულს არ ელის.

„საკონსტიტუციო სასამართლოს არ მოუცია საფუძველი, ვთქვათ, რომ ის "ქოცებისგან" დამოუკიდებელი უწყებაა. ყველაზე უცნაური ის გარემოებაა, რომ პრეზიდენტმა საბრძოლველად ის სასამართლო აირჩია, რომელმაც სალომე ზურაბიშვილი კონსტიტუციის დამრღვევად გამოაცხადა. დამატებითი ლეგიტიმაციის მიცემა იმ სასამართლოსთვის, სადაც შენ კონსტიტუციის დამრღვევად გამოგაცხადეს, რეკომენდირებული არ უნდა იყოს", - განაცხადა იაგო ხვიჩიამ.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება