გიორგი ვაშაძე - ამ ახალგაზრდებთან ერთად, დარწმუნებული ვარ 26 ოქტომბერს ერთიანობის იდეა გაიმარჯვებს

„ერთიანობის ახალგაზრდული ბანაკი" ბაკურიანში დებატების ფინალურ შეხვედრას მართავს. ინფორმაციას პლატფორმა „ერთიანობა“ ავრცელებს.

მათივე ცნობით, სხვადასხვა უნივერსიტეტის სტუდენტები, ოპოზიციური გაერთიანების ლიდერებს და სხვადასხვა პროფესიის წარმომადგენლებს ხვდებიან.

ახალგაზრდული ბანაკის მონაწილეთა მთავარი ინტერესი - ქვეყნის ევროპული ინტეგრაცია, პოლარიზაციის დაძლევა და არჩევნების საკითხია.

“ამ არჩევნებზე გადამწყვეტი ხმა აქვს ახალგაზრდებს. ზოგი უბრალოდ მივა არჩევნებზე,ზოგიც ძალიან მოტივირებულია, რომ დაკვირვების პროცესის კამპანიაში ჩაერთოს და მიხარია, რომ ასეთი მაგარი ახალი თაობა გვყავს. ამ ახალგაზრდებმა მთელ მსოფლიოს ახლიდან გააცნეს საქართველო.

რაც შეეხება პროდუქტს - ეს არის დიდი ინოვაცია, რომელიც ახლა ახალგაზრდებთან პირველად დავტესტეთ და სულ მალე შემოგთავაზებთ ისეთ პროდუქტს, რომელიც იქნება თქვენი პირადობაც, თქვენი დემოკრატიაში მონაწილეობაც და თქვენი შემოსავლის წყაროც. ეს მომავალში, მაგრამ კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ ამ ახალგაზრდებთან ერთად დარწმუნებული ვარ 26 ოქტომბერს ერთიანობის იდეა გაიმარჯვებს,”- განაცხადა ვაშაძემ.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება