გია ჯაფარიძე - „ქართული ოცნების“ მცდელობა, მოეთაფლათ თუ მოეტყუებინათ დიპლომატიური კორპუსი, არ გამოვიდა - ის, რასაც ხელისუფლება ამბობს, არის უბრალოდ ტყუილი

„ქართული ოცნების“ წარმომადგენელთა მხრიდან მცდელობა, რომ მოეთაფლათ თუ მოეტყუებინათ დიპლომატიური კორპუსი, არ გამოვიდა - ის, რასაც „ქართული ოცნება“ ამბობს, არის უბრალოდ ტყუილი, - ასე გამოეხმაურა ერთიანობის” ერთ-ერთი ლიდერი, გია ჯაფარიძე ჟურნალისტებთან საუბრისას, საგარეო საქმეთა სამინისტროში, ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების წარმომადგენლებთან გუშინ გამართულ შეხვედრას, სადაც მათ ევროკავშირში გასაწევრიანებლად შესასრულებელ 9 ნაბიჯზე შედეგები გააცნეს.

როგორც მან აღნიშნა, ეს „ქართული ოცნების“ მხრიდან ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების მოტყუების კიდევ ერთი მცდელობა იყო.

„მეც მქონდა კომუნიკაცია დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებთან. მე რა ინფორმაციაც მაქვს, ეს იყო „ქართული ოცნების“ მხრიდან კიდევ ერთი მცდელობა მოეტყუებინა ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები, მოეტყუებინა ევროპის კავშირის წევრი სახელმწიფოების წარმომადგენლები საქართველოში. ეს არ გამოვიდა, ამას არა ჰქონდა შედეგი. თუ სხვა შემთხვევაში ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები რაღაცებზე თვალს ხუჭავდნენ, ამ შემთხვევაში ეს არ გამოვიდა. მეტიც, „ქართული ოცნების“ წარმომადგენელთა მხრიდან ეს მცდელობა, რომ მოეთაფლათ თუ მოეტყუებინათ დიპლომატიური კორპუსი, ჩემი აზრით, დიპლომატების მხრიდან აღქმული იქნა, როგორც ზღვარსგადასული თავხედობა. თუ აქამდე რბილი დიპლომატიური განცხადებებით შემოიფარგლებოდნენ ხოლმე, დღეს უფრო ღიად დააფიქსირეს, რომ ის, რასაც „ქართული ოცნება“ ამბობს, ჩვენს ენაზე რომ ვთქვათ, დიპლომატიური ენა რომ გვერდით გადავდოთ, არის უბრალოდ ტყუილი“, - განაცხადა გია ჯაფარიძემ.

ცნობისთვის, საგარეო საქმეთა სამინისტროში ევროკავშირის წევრი ქვეყნების წარმომადგენლებთან შეხვედრა გაიმართა, სადაც მათ ევროკავშირში გაწევრიანებისთვის შესასრულებელი 9 დათქმის შესრულების ანგარიში მოისმინეს. როგორც შეხვედრის დასრულების შემდეგ ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელმა, ასუნსიონ სანჩეს რუისმა აღნიშნა, შეხვედრაზე საბჭოს დასკვნებზე ისაუბრეს, რომელიც საქართველოში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით ევროკავშირის შეშფოთებას გამოხატავს. მისივე თქმით, ევროკავშირი იმედს გამოთქვამს, რომ მომავალი არჩევნები თავისუფალი და სამართლიანი იქნება.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიციას აუცილებლად უნდა ჰყავდეს მკვეთრად გამოხატული ერთი ლიდერი და ეს ლიდერი პოლიტიკაში შედარებით ახალი ფიგურა უნდა იყოს - სუფთა ხელებით, შეულახავი რეპუტაციით
ქართული პრესის მიმოხილვა 16.04.2026
WhiteBIT საქართველომ, ეროვნული ბანკისგან ბროკერის ლიცენზია მოიპოვა
„მეტროპოლ ლისი“ - ცხოვრება, როგორც დასვენება და სახლი, რომელიც ბუნებასთან ახლოს ჩაიფიქრე
„თეთრმა კვადრატმა“ პროექტების განვითარებისთვის 8 მილიონი აშშ დოლარი მოიზიდა
PSP-ში K-Beauty გათამაშებაში 1000 პრიზთან ერთად შეგიძლიათ მოიგოთ სამოგზაურო ტური სამხრეთ კორეაში
„მაკდონალდს საქართველომ“ ბიზნესის და ტექნოლოგიების უნივერსიტეტთან (BTU) ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა
თიბისის მხარდაჭერით თბილისის წიგნის ბაზრობა გაიმართება
#აჩუქეწიგნი, ჩაერთე კამპანიაში და იპოვე შენთვის საყვარელი ადამიანის მიერ დაწერილი პერსონალური წერილი „ბიბლუსის“ მაღაზიებში