ნათია თურნავა - ეროვნული ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს სრულფასოვანი მოქმედების რაიმე სამართლებრივი ან ორგანიზაციული შემაფერხებელი ფაქტორი არ არსებობს

არ არსებობს ეროვნული ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს სრულფასოვანი მოქმედების რაიმე სამართლებრივი ან ორგანიზაციული შემაფერხებელი ფაქტორი. რა თქმა უნდა, მოხარული ვიქნებით თუ დაკომპლექტების პროცესი გაგრძელდება და ახალი პროფესიონალები შემოგვემატებიან, მაგრამ ეს პროცესი რომც გაიწელოს, არაფერი ემუქრება ეროვნული ბანკის მენეჯმენტის გამართულ ფუნქციონირებას,- ამის შესახებ ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა ნათია თურნავამ ეროვნული ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს დაკომპლექტების პროცესთან დაკავშირებით განაცხადა.

მისივე განმარტებით, მიუხედავად იმისა, რომ სამეთვალყურეო საბჭოში არის 4 ვაკანტური ადგილი, საბჭო არის სრულად ქმედუნარიანი და თითოეული წევრი არის აქტიურად ჩართული საკუთარი კომპეტენციების ფარგლებში.

"დღეს, მოგეხსენებათ, რომ 5 წევრით არის დაკომპლექტებული სამეთვალყურეო საბჭო, კანონი ითვალისწინებს-9-ს, გვაქვს 4 ვაკანსია. 5 ეს არის კვორუმი, აქედან გამომდინარე, მიუხედავად იმისა, რომ 5 ვართ და არ ვართ 9, ჩვენი სამეთვალყურეო საბჭო არის სრულად ქმედუნარიანი. მინდა გითხრათ, რომ თითოეული წევრი არის აქტიურად ჩართული თავიანთი კომპეტენციების ფარგლებში. ვიკრიბებით პერიოდულად, სულ მცირე 2 კვირაში ერთხელ, ვიღებთ საბჭოს კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებზე გადაწყვეტილებებს. არ არსებობს ეროვნული ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს სრულფასოვანი მოქმედების რაიმე სამართლებრივი ან ორგანიზაციული შემაფერხებელი ფაქტორი. რა თქმა უნდა, მოხარული ვიქნებით თუ დაკომპლექტების პროცესი გაგრძელდება და ახალი პროფესიონალები შემოგვემატებიან, მაგრამ ეს გადის ჩვენი კომპეტენციის გარეთ და მინდა გითხრათ, რომ ეს პროცესი რომც გაიწელოს, არაფერი ემუქრება ეროვნული ბანკის მენეჯმენტის გამართულ ფუნქციონირებას და უფრო მეტიც, თუ გადახედავთ ინფლაციის დაბალ დონს, ფინანსური სტაბილურობის თვალსაზრისით, არც ისე ურიგოდ ვსაქმიანობთ ამ შემადგენლობით.“-განაცხადა თურნავამ.

ლევან  ლორთქიფანიძე - პარტიების აკრძალვა ემსახურება ტემპერატურის გაზრდას, დაძაბულობის მატებას, დაპირისპირების გამწვავებას, რაც ხელსაყრელ პირობებს ქმნის ოლიგარქიის მანიპულაციებისთვის
პარტიების აკრძალვის სარჩელში დამალული საფრთხეები საქართველოს სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობისთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 15.10.2026
ისწავლე Skillwill-ში სრული დაფინანსებით და გაიარე ანაზღაურებადი სტაჟირება
„ჩვენნაირი პატარა სკოლისთვის ეს ძალიან დიდი საჩუქარია“ - NMG სკოლების მხარდაჭერას აგრძელებს
საქართველოს საბანკო ასოციაცია - ფინანსური თაღლითობის ახალი სქემა: თაღლითები ბანკის სახელით მოქმედებენ
სითიზენ ექსპოს განვითარების ხედვა: ნაკლები განაშენიანება, მეტი სივრცე ქალაქისთვის
ფიტნეს კლუბების ქსელი „Reforma“
„სმარტი“ თბილისში 55-ე მარკეტს ხსნის
„ჯიპიაი ჰოლდინგმა“ და Visa-მ თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს