ნათია თურნავა - „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონს საფინანსო სექტორთან და კონფიდენციალურობის თემასთან შეხება არ აქვს - საბანკო კონფიდენციალურობა დაცულია კანონით

ეს კანონი ფიზიკურ პირებს არ შეეხება - საბანკო სექტორს რაც შეეხება, საბანკო კონფიდენციალურობა დაცულია კანონით, - ასე უპასუხა ეროვნული ბანკის პრეზიდენტობის მოვალეობის შემსრულებელმა ნათია თურნავამ ჟურნალისტის კითხვას, რა იქნება ეროვნული ბანკის პოლიტიკა, თუ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ კანონის ამოქმედების შემდეგ სახელმწიფო მოითხოვს სასამართლოს გარეშე რომელიმე კლიენტის პირადი მონაცემების გაცემას.

როგორც თურნავამ განმარტა, ამ კანონს საფინანსო სექტორთან და კონფიდენციალურობის თემასთან შეხება არ აქვს და შესაბამისად, მისი სტრუქტურა საკითხთან დაკავშირებით კონსულტაციებში ჩართული არ ყოფილა.

„ჩვენ კონსულტაციებში ჩართული არ ვართ, რადგან ეს კანონი ჩვენს საფინანსო სექტორს არ შეეხება. ცნობილია, რომ ის ფიზიკურ პირს საერთოდ არ ეხება და ზოგადად, საბანკო კონფიდენციალურობა დაცულია სპეციალური კანონით, რომელიც არეგულირებს საბანკო სექტორს, აქედან გამომდინარე, მას ჩვენთან პირდაპირი შეხება არ აქვს. ზოგადად, გამჭვირვალობას მივესალმებით. ჩვენ ვართ ერთ-ერთი ყველაზე გამჭვირვალე სტრუქტურა, მაგრამ უშუალო შეხება საფინანსო სექტორთან და კონფიდენციალურობის თემასთან ამ კანონს არ აქვს. ბუნებრივია, ჩვენ არც უნდა ვიყოთ ამ პროცესში ჩართული“, - განაცხადა თურნავამ.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება