გია ჯაფარიძე - იქნება კიდევ ბევრი პროექტი, რომელიც ახალგაზრდებზე იქნება ორიენტირებული, ეს არის ის, რაც ახალგაზრდებს სურთ

“ერთიანობის ახალგაზრდული ბანაკი" ბაკურიანში დებატების ფინალურ შეხვედრას მართავს. ამის შესახებ ინფორმაციას „ერთიანობა” ავრცელებს.

მათივე ცნობით, სხვადასხვა უნივერსიტეტის სტუდენტები, ოპოზიციური გაერთიანების ლიდერებს და სხვადასხვა პროფესიის წარმომადგენლებს ხვდებიან.

“ეს არ არის პირველი პროექტი, რომელსაც ახალგაზრდებთან და ახალგაზრდებისთვის ვაკეთებთ. აქ საკმაოდ დიდი გუნდია, ბევრი ადამიანი ვმონაწილეობთ.

ამ კონკრეტული პროექტის იდეა შარშან გაჩნდა, მაგრამ თებერვლის ბოლოს დაიწყო. აქამდეც უნდა დასრულებულიყო, თუმცა შემდეგ შემოიღეს რუსული კანონი და დროებით შეჩერდა. ჩაფიქრებული იყო უფრო მეტი ბანაკის გაკეთება, ეს კონკრეტული ბანაკი არის დებატებზე, დებატების ხელოვნებაზე.

ძალიან მაღალი იყო აქტიურობა, ძალიან მსურველი იყო, რომელსაც უნდოდა ამ პროექტში მონაწილეობის მიღება. ახლა აქ არის დასკვნითი ნაწილი, სადაც ფინალური დებატები გაიმართება და გამოვლინდება გამარჯვებული. რა თქმა უნდა, ეს არ იქნება უკანასკნელი პროექტი, რომელსაც ჩვენ გავაკეთებთ.

ორიენტირებული ახალგაზრდებზე კიდევ ბევრი პროექტი იქნება, ეს არის ის, რაც ახალგაზრდებს სურთ. პროექტის ფარგლებში სხვადასვხა მიმართულების ექსპერტები კითხულობდნენ ლექციებს იმიტომ, რომ დებატების თემა არის სხვადასხვა: საგარეო პოლიტიკა, ჯანდაცვა, განათლება და სოციალური ფენა. ბევრი იყო, ვინც ამ ახალგაზრდებს წაუკითხა ლექციები ამ თემებზე.

ჩემი კონკრეტული თემა იყო საერთაშორისო ურთიერთობები. ვფიქრობ, რომ ასეთი პროექტები ამართლებს, ბიძგს აძლევს კრიტიკული აზროვნების განვითარებას ახალგაზრდებში.

კრიტიკული აზროვნება არის ის, რაც ძალიან არ უნდა საქართველოში “ ქართულ ოცნებას”. კრიტიკული აზროვნება არ უნდა არც ერთ ტოტარიტარულ რეჟიმს, არ უნდოდათ საბჭოთა კავშირში, არ უნდათ რუსეთში და ამ რეჟიმს არ უნდა არც საქართველოში”,- განაცხადა ჯაფარიძემ.

ლევან  ლორთქიფანიძე - პარტიების აკრძალვა ემსახურება ტემპერატურის გაზრდას, დაძაბულობის მატებას, დაპირისპირების გამწვავებას, რაც ხელსაყრელ პირობებს ქმნის ოლიგარქიის მანიპულაციებისთვის
პარტიების აკრძალვის სარჩელში დამალული საფრთხეები საქართველოს სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობისთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 15.10.2026
ისწავლე Skillwill-ში სრული დაფინანსებით და გაიარე ანაზღაურებადი სტაჟირება
„ჩვენნაირი პატარა სკოლისთვის ეს ძალიან დიდი საჩუქარია“ - NMG სკოლების მხარდაჭერას აგრძელებს
საქართველოს საბანკო ასოციაცია - ფინანსური თაღლითობის ახალი სქემა: თაღლითები ბანკის სახელით მოქმედებენ
სითიზენ ექსპოს განვითარების ხედვა: ნაკლები განაშენიანება, მეტი სივრცე ქალაქისთვის
ფიტნეს კლუბების ქსელი „Reforma“
„სმარტი“ თბილისში 55-ე მარკეტს ხსნის
„ჯიპიაი ჰოლდინგმა“ და Visa-მ თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს