ლევან დავითაშვილი - პარიზის საერთაშორისო არბიტრაჟის გადაწყვეტილებამ დაადასტურა, რომ საქართველოს მთავრობა ანაკლიის პროექტთან მიმართებაში აბსოლუტურად მართალი იყო

პარიზის საერთაშორისო არბიტრაჟის გადაწყვეტილებამ დაადასტურა, რომ საქართველოს მთავრობა ანაკლიის პროექტთან მიმართებაში აბსოლუტურად მართალი იყო, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, დასრულდა წლების სპეკულაცია მთავრობის გადაწყვეტილების შესახებ, რომელმაც რამდენჯერმე გადაუვადა ინვესტორს ვალდებულება.

„პარიზის საერთაშორისო არბიტრაჟის გადაწყვეტილება ძალიან მნიშვნელოვანია ანაკლიის პროექტის განვითარების საკითხში. საბოლოოდ, არბიტრაჟმა დაადასტურა, რომ საქართველოს მთავრობა პროექტთან მიმართებაში აბსოლუტურად მართალი იყო და დასრულდა წლების სპეკულაცია მთავრობის გადაწყვეტილების შესახებ, რომელმაც რამდენჯერმე გადაუვადა ინვესტორს ვალდებულება და ამის მიუხედავად, პროექტის განხორციელება იმ პირობებით ვერ შესრულდა, თუმცა დღეს საქართველოს მთავრობა 2022 წლიდან მოყოლებული თანმიმდევრულად ახდენს პორტის განვითარებას, ახალი საჯარო და კერძო თანამშრომლობის კანონმდებლობის შესაბამისად, ჩვენ, საერთაშორისო კონკურსის პირობების მიხედვით, ვარჩევთ საერთაშორისო კერძო პარტნიორს და აქ გვაქვს უკვე მნიშვნელოვანი პროგრესი. პარალელურად, საქართველოს მთავრობამ დაიწყო მშენებელი კომპანიის შერჩევა, საერთაშორისო კონკურსის პირობებში, სადაც ოთხი წამყვანი საერთაშორისო კომპანია მონაწილეობდა. ჩვენ უახლოეს ხანებში გვექნება შედეგები და პროექტის განვითარება გეგმაზომიერად წარიმართება, რაც მოგვცემს საშუალებას, რომ მიმდინარე წელს დაიწყოს სამშენებლო სამუშაოები და პარალელურად მოხდეს შეთანხმება კერძო პარტნიორთან“, - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ნიკოლოზ ხატიაშვილი - საქართველოს ევროპული მომავალი ჯერ კიდევ არსებობს, ყოველი დაკარგული წელი ამ მიზანს უფრო გვაშორებს, ამაზე პასუხისმგებლობა ეკისრება „ქართულ ოცნებას“, რომელმაც საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნება ქვეყნის ევროპულ წინსვლაზე წინ დააყენა
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
„ბადაგონის“ 8 ოქროს მედალი International Wine & Spirits Awards 2026-ზე
„როდესაც გავიაზრე, რომ ყველა საგანში მაქსიმალური ქულა მივიღე, სიხარულისგან ვკანკალებდი“ - ვინ არის 2026 წლის ეროვნული გამოცდების სარეკორდო შედეგის მქონე სტუდენტი
„იაგუარმა“ ბრენდის ისტორიაში ყველაზე მძლავრი მოდელი წარადგინა
გახდი Wildberries-ის პარტნიორი მეწარმე და გაიტანე შენი პროდუქცია ექსპორტზე
NMG-მ ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მქონე სტუდენტი 5000 ლარით დაასაჩუქრა
„Biograpi Living-ის“ „მაუდის“ პროექტის არქიტექტურულ კონცეფციაზე MVRDV იმუშავებს