ირაკლი ზარქუა - მე ჩემს ქვეყანაზე ვფიქრობ! თქვენ მთხოვთ უკრაინაზე ვიფიქრო?! ეს ჩემი თემა არ არის! უკრაინას ლეგიტიმურად არჩეული ხელისუფლება ჰყავს და მათ იფიქრონ, რა და როგორ!

მე ჩემს ქვეყანაზე ვფიქრობ! ჩემთვის ჩემი საქართველოა მნიშვნელოვანი! - თქვენ ახლა მთხოვთ უკრაინაზე ვიფიქრო?! ეს ჩემი თემა არ არის! უკრაინას ლეგიტიმურად არჩეული ხელისუფლება ჰყავს და მათ იფიქრონ, რა და როგორ! - ასე უპასუხა "ქართული ოცნების" დეპუტატმა ირაკლი ზარქუამ ჟურნალისტის კითხვას, „შედეგებიც ხომ მნიშვნელოვანია, 24 საათში რომ დასრულდება ომი, შედეგებზეც ხომ უნდა იფიქროთ თქვენც მათ შორის?“

ამასთან, ზარქუამ განაცხადა, რომ 2008 წლის ომის დროს საქართველოზე არავის უფიქრია.

ზარქუამ დღეს კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ აშშ-ს საპრეზიდენტო არჩევნებში ტრამპის გამარჯვების შემთხვევაში, უკრაინაში ომი მალე დასრულდება, "საქართველოს მიმართ კი მეორე ფრონტის გახსნის წნეხი მოიხსნება".

ზარქუა დარწმუნებულია, რომ "უახლოეს პერიოდში მსოფლიო პოლიტიკის გადატვირთვა მოხდება".

"ჩვენ ვამბობთ, რომ 2030 წელს, თუ ევროკავშირის გაფართოება მოხდება, საქართველო ერთ-ერთი პირველი იქნება, ვისაც ევროკავშირის გაფართოება შეეხება.

უსამშობლოები ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ ეს პროცესი შეაფერხონ. ყველაფერს აკეთებენ, რათა შეეკრან აგენტურას, გლობალური ომის პარტიას, რათა ქვეყანა დაძაბონ. თუ აქ ტყვიას გაისვრი, სისხლი დაიღვრება, იმათ მიეცემათ საბაბი თქვან, რომ ქვეყანაში ომია და ევროკავშირში ვერ მიიღებენ. აი, ეს არის ამოცანა და მცდელობა! ამიტომ აკეთებენ ყველაფერს, რათა აქ ქაოსი იყოს!

ჩვენ მეორე ფრონტის გახსნაზე უარი ვთქვით - ჩვენი ამოსავალი წერტილი იყო ეს!

ასევე, ებრძვიან "შუა დერეფნის" პროექტს, რაც ჩვენი ქვეყნისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია და რასაც ისტორიული ფუნქცია კიდევ უფრო აღმატებულ ნოტაზე გადაჰყავს. გარკვეულ იმპერიებს არ უნდათ, რომ ეს განხორციელდეს და ევროპასა და აზიას შორის დამაკავშირებელი ხიდი საქართველოზე გადიოდეს!

როგორც კი ომი დამთავრდება და მოლაპარაკების მაგიდას მიუსხდებიან, ეს იმას ნიშნავს, რომ მეორე ფრონტის გახსნის წნეხი ჩვენს მიმართ მოიხსნება.

ეს იმას ნიშნავს, რომ ამ უსამშობლოებს რომ აფინანსებენ, რათა ჩვენ ჩამოგვაგდონ, საქართველოში მარიონეტი ხელისუფლება დასვან და მეორე ფრონტი გახსნან, ამათი დაფინანსებაც შეწყდება.

თქვენ გგონიათ, ლომჯარიას ან გიგაურს ფულს თუ არ მისცემენ, ხმას ამოიღებენ? - თავს არ შეიწუხებენ! მილიონობით დოლარით რომ აფინანსებენ, ამიტომაც იგიჟებენ თავს!

ამიტომ ჩვენთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, რომ თუ აშშ-ში "რესპუბლიკელები" გაიმარჯვებენ, როგორც ტრამპმა თქვა, ომი 24-საათში ანუ ადრე დამთავრდება, ხოლო თუ "დემოკრატები"გაიმარჯვებენ, ომი მომავალ წელს ყველა ვარიანტში დასრულდება, მაგრამ ცოტა გახანგრძლივდება, რადგან "დემოკრატების" მიდგომაა, რომ მხარი დაუჭირონ უკრაინას და ამარაგებენ მას იარაღითა და ფინანსებით.

როგორც არასდროს ერი და ბერი ერთნი ვართ: - აქ არის მშვიდობა და მშვიდობა უნდა შევინარჩუნოთ. 26 ოქტომბერს მშვიდობამ უნდა გაიმარჯვოს!", - განაცხადა ირაკლი ზარქუამ.

ირაკლი კობახიძის წერილის თაობაზე
გიორგი ბილანიშვილი - იმის მტკიცება, რომ რაღაცის სხვანაირად გაკეთების შემთხვევაში საქართველო 2008 წელს თავიდან აიცილებდა რუსეთის სამხედრო აგრესიას,  მგონია, რომ აზრს მოკლებულია
ქართული პრესის მიმოხილვა 06.08.2026
Mono Hall-ისა და Boom Boom Booking Agency-ს ერთობლივი ორგანიზებით, თბილისს 26 სექტემბერს მსოფლიო მოდის ინდუსტრიის საკულტო ფიგურა, სუპერმოდელი ნაომი კემპბელი ეწვევა
ბოიგარსი მსოფლიოს საუკეთესო მოდის მაღაზიების სიაშია
უგულშემატკივრე საქართველოს საკალათბურთო ეროვნულ ნაკრებს აგვისტოს მატჩებზე!
ჰეშბანკი Global Banking & Finance Review-მ 2026 წლის საქართველოს საუკეთესო ახალ ციფრულ ბანკად დაასახელა
მზეს ვერ დაემალები - PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს
Hisense წარმოგიდგენთ გზავნილს „ინოვაციები უკეთესი ცხოვრებისათვის“ FIFA-ს 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე