შალვა პაპუაშვილი - ინფორმაცია მოგვდის, რომ ზოგიერთი დონორი არასამთავრობო ორგანიზაციებს არწმუნებს, გამჭვირვალობის რეესტრში არ დარეგისტრირდნენ

ჩვენ ინფორმაცია მოგვდის, რომ ზოგიერთი დონორი არასამთავრობო ორგანიზაციებს არწმუნებს, რომ ისინი გამჭვირვალობის რეესტრში არ დარეგისტრირდნენ, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

პაპუაშვილის მტკიცებით, დონორები კონსულტაციებს უწევენ არასამთავრობო ორგანიზაციებს, თუ როგორ შეიძლება მათ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ შესახებ კანონს თავი აარიდონ.

„ჩვენ ინფორმაცია მოგვდის, რომ ზოგიერთი დონორი არასამთავრობო ორგანიზაციებს არწმუნებს, რომ ისინი გამჭვირვალობის რეესტრში არ დარეგისტრირდნენ. როგორც იცით, ცოტა ხანში ეს რეესტრი ამოქმედება. ასეთ ინფორმაციას ვიღებთ, ისინი ეუბნებიან, რომ ვინც დარეგისტრირდება გრანტს ვერ მიიღებს. ასევე, კონსულტაციების გაწევა მიდის, თუ როგორ აუარონ გვერდი ამ კანონს და რა გზები და მაქინაციები გამოინახოს იმისთვის, რომ არ დარეგისტრირდნენ და ამავე დროს გრანტი მიიღონ. მათ შორის, კონსულტაციები მიდის და რჩევები იმასთან დაკავშირებით, რომ საზღვარგარეთ დარეგისტრირდნენ, რაც უკვე საერთოდ სასაცილოა და ყოველგვარი სერიოზულობის ზღვარს ცდება. გამოდის, რომ არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებიც ამბობდნენ, რომ მათთვის უცხო ძალის ინტერესების გამტარებლის რეგისტრაციაში რეგისტრაცია გარკვეულ კლიშეს წარმოადგენს, რომელსაც ისინი გაურბიან. ასევე, ისინი ამბობდნენ, რომ მათთვის მიუღებელი იყო, რომ ისინი აღქმულიყვნენ, როგორც უცხო ძალის ინტერესების გამტარებლები. და რა გამოდის? - თუ ისინი დარეგისტრირდებიან საზღვარგარეთ, პირდაპირ უცხოური ძალა გახდებიან. მათი გადმოსახედიდან კიდევ უფრო უარესი. რასაც თავად უწოდებდნენ მიუღებელს საკუთარი თავისთვის, რომ უცხოური ძალის წარმომადგენლები იყვნენ, აღმოჩნდა, რომ თურმე მისაღებია უცხოურ ძალად რომ დარეგისტრირდნენ. ამიტომ ეს არის ერთი მხრივ, ფარისევლობა, რომელიც ჩვენ არასამთავრობო სექტორში გვაქვს და მეორე მხრივ, ეს არის პრობლემა გამჭვირვალობის, რომელიც ქართველმა ხალხმა უკვე დაინახა. ამიტომ ყველა მოლოდინშია, რომ შესაბამისი საჯაროობა უზრუნველყოფილი იქნება“, - განაცხადა პაპუაშვილმა.

კახა ბასილია - აშშ-ში რომ რონალდ რეიგანის მსგავსი პრეზიდენტი იყოს, ომი სწრაფად დამთავრდებოდა, არ არის საჭირო რუსეთთან ვაჭრობა! არ შეიძლება!
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო