შალვა პაპუაშვილი - როგორც ზოგიერთი NGO გვიმტკიცებდა, მილიარდები უნდა დასცემოდა თავს უცებ ისეთ ქვეყანას, რომელსაც კანდიდატის სტატუსი აქვს და მოლაპარაკებები  დაიწყო - ვხედავთ, რომ ეს მილიარდები ან არ ეცემა მოლდოვას ან არ იყენებენ, როგორც საჭიროა

როგორც ზოგიერთი NGO გვიმტკიცებდა, მილიარდები უნდა დასცემოდა თავს უცებ ისეთ ქვეყანას, რომელსაც კანდიდატის სტატუსი აქვს და მოლაპარაკებები დაიწყო. ვხედავთ, რომ ეს მილიარდები ან არ ეცემა მოლდოვას, ან არ იყენებენ როგორც საჭიროა, ვინაიდან საქართველოს მოლდოვასთან შედარებით 7-ჯერ თუ 8-ჯერ უფრო მაღალი ეკონომიკური ზრდა აქვს, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, სწორედ ეს აჩვენებს, რომ საქართველოს ხელისუფლებას სწორი პოლიტიკა აქვს არჩეული.

„კანონი უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ არათუ დაგვაზარალებს, პირიქით, უფრო გააძლიერებს სახელმწიფოს, ვინაიდან მოქალაქეებს ექნებათ მეტი ინფორმაცია თუ რა გავლენები არის პოლიტიკაში თუ მის მიღმა. საზოგადოებრივ ცხოვრებაზე რა გავლენები ხორციელდება, ვის მიერ არის ეს დაფინანსებული და ვინ დგას ამის უკან. ამიტომ, რა თქმა უნდა, ჩვენი დემოკრატიაც კიდევ უფრო გაძლიერდება, რაც უფრო გამჭვირვალე იქნება.

ჩვენი პრიორიტეტი არის ჩვენი სახელმწიფოს სიძლიერე ეკონომიკური და პოლიტიკური. თუ ჩვენ ეკონომიკურად ვიყავით მაჩანჩალა ქვეყანა და პოლიტიკურად ვიყავით მოწყვლადი და სხვების გავლენების ქვეშ მყოფი ქვეყანა, ასეთ ქვეყანას არც ევროკავშირში მიიღებენ და არც სხვა რომელიმე გაერთიანებაში თუ კლუბში. ამიტომ, უპირველესი ამოცანა არის ქვეყნის ეკონომიკური და პოლიტიკური გაძლიერება. ეკონომიკური წინსვლის მხრივ საქართველო არის ლიდერი ევროპაში, მათ შორის, მოლდოვასთან შედარებით, რომელიც კანდიდატიც არის, მოლაპარაკებებიც დაწყებული აქვს და როგორც ზოგიერთი NGO გვიმტკიცებდა, მილიარდები უნდა დასცემოდა თავს უცებ ისეთ ქვეყანას, რომელსაც კანდიდატის სტატუსი აქვს და მოლაპარაკებები დაიწყო. ვხედავთ, რომ ეს მილიარდები ან არ ეცემა მოლდოვას, ან იყენებენ როგორც საჭიროა, ვინაიდან საქართველოს მოლდოვასთან შედარებით 7-ჯერ თუ 8-ჯერ უფრო მაღალი ეკონომიკური ზრდა აქვს. ეს აჩვენებს, საერთო ჯამში, რომ ჩვენ გვაქვს სწორი პოლიტიკა", - განაცხადა პაპუაშვილმა.

პაატა ცაგარეიშვილი - თურქეთი რეგიონში იკავებს დომინანტურ მდგომარეობას და მას მარტივად შეეძლება, სამხრეთ კავკასიის სამივე ქვეყნისთვის მისთვის სასურველი ტარიფების შეთავაზებით, კონკურენტუნარიანი გადაზიდვის მიმართულება შეარჩიოს
ქართული პრესის მიმოხილვა 01.06.2026
კამპანია „ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ“ - KIAF-ის გრან-პრისა და 9 ჯილდოს მფლობელი გახდა
მილიონობით ლარის ინვესტიცია და რეგიონული ჰაბი - NMG კვების ინდუსტრიის ახალ სტანდარტს აწესებს
„Biograpi Living“ დეველოპერულ ბაზარზე ოპერირების 3 წელს აღნიშნავს და 5 ახალ პროექტს აანონსებს
„გამარჯვება გაზიარებით იწყება“ – „სოკარმა“ ახალი მასშტაბური გათამაშება დაიწყო
„ორიენტირი ლისი“ - ახალი ბუტიკური უბანი ლისის ტბიდან 300 მეტრში
ქართველმა ექიმმა ჩინეთიდან საქართველოში, 6 000 კილომეტრის დაშორებით, ტელერობოტული ოპერაცია ჩაატარა - ისტორია დაწერილია