ირაკლი კუპრაძის განცხადებით, არბიტრაჟმა, რეალურად, არც საქართველოს მთავრობის და არც ანაკლიის კონსორციუმის სარჩელი არ დააკმაყოფილა

„ლელოს" გენერალური მდივანი ირაკლი კუპრაძე აცხადებს, რომ არბიტრაჟმა, რეალურად, არც საქართველოს მთავრობის და არც ანაკლიის კონსორციუმის სარჩელი არ დააკმაყოფილა.

მისივე განცხადებით, საერთაშორისო არბიტრაჟმა მხოლოდ სამართლებრივ კონტრაქტით გათვალისწინებულ პირობებზე იმსჯელა და არა იმ პოლიტიკურ ფაქტორებზე და პოლიტიკურ კონტექსტზე, რამაც ხელი შეუშალა ანაკლიის პორტის მშენებლობას.

კუპრაძის თქმით, პოლიტიკური მოცემულობა კი მარტივია: "ანაკლიის პორტი ჩააგდო რუსეთმა. ქვეყანამ, ვის დავალებასაც ასრულებდა ბიძინა ივანიშვილი".

„საერთაშორისო არბიტრაჟმა გამოიტანა გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც არ დააკმაყოფილა ანაკლიის კონსორციუმის სარჩელი, მაგრამ ასევე არ დააკმაყოფილა „ქართული ოცნების“ მხრიდან შეტანილი შესაგებელი. ანაკლიის პორტი ჩააგდო რუსეთმა. რუსეთმა, ვის დავალებასაც ასრულებდა ბიძინა ივანიშვილი და ეს არის მოცემულობა, რომელმაც საქართველოს მოქალაქეებს დააკარგვინა განვითარების და სამუშაო ადგილების შექმნის შესაძლებლობა.

ანაკლიის პროექტის ჩავარდნის მთავარი კონტექსტი იყო სწორედ პოლიტიკური დევნა, რომელიც თითიდან გამოწოვილი მიზეზით დაიწყო ანაკლიის კონსორციუმის თანადამფუძნებლების წინააღმდეგ.

საერთაშორისო არბიტრაჟმა იმსჯელა, სამწუხაროდ, მხოლოდ სამართლებრივ კონტრაქტით გათვალისწინებულ პირობებზე და არ იმსჯელა იმ პოლიტიკურ ფაქტორებზე და პოლიტიკურ კონტექსტზე, რამაც ხელი შეუშალა ანაკლიის პორტის მშენებლობას. ერთადერთი ხარჯი, რომელიც არსებობს ამ გადაწყვეტილებიდან, არის არბიტრაჟის მომსახურების ხარჯი, რომელიც ეკუთვნის ასევე ანაკლიის კონსორციუმს და სავარაუდოდ, ეს ხარჯი დაეკისრებოდა მათ შორის „ქართული ოცნების“ წარმომადგენლობასაც", - აცხადებს ირაკლი კუპრაძე.

ემილ ავდალიანი - საქართველო რეგიონის გეოგრაფიული ცენტრია, ამიტომ ლოგიკურია, თუ თეირანი, პეკინი და მოსკოვი ცდილობენ, თბილისთან ახლო ურთიერთობები დაამყარონ და ერთგვარად თავის „ბანაკში“ გადმოიბირონ
ქართული პრესის მიმოხილვა 11.06.2026
PSP-ს კამპანია Cannes Lions-ის ორ ყველაზე პრესტიჟულ კატეგორიაში მოხვდა
მყინვარწვერის გზაზე უკვე მაგთის 5G-ია
საერთაშორისო ფინანსურმა ინსტიტუტმა ქართულ ფინტექს ნდობა გამოუცხადა - Kursi.ge-ს ახალი ეტაპი
Tbilisi Waterfront-ის გაყიდვების ახალ ეტაპზე წარმოდგენილი ერთეულები რამდენიმე საათში სრულად გაიყიდა