თავდაცვის მინისტრი ახალქალაქში საწყისი საბრძოლო მომზადების ცენტრში იმყოფებოდა

თავდაცვის მინისტრი ირაკლი ჩიქოვანი ახალქალაქში საწყისი საბრძოლო მომზადების ცენტრში იმყოფებოდა. ამის შესახებ ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

როგორც უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, მინისტრი პირად შემადგენლობას გაესაუბრა და ქვედანაყოფის განვითარების სამომავლო გეგმებზე იმსჯელა.

„საქართველოს თავდაცვის მინისტრი ახალქალაქში, უფროსი სერჟანტი ზაზა ფერაძის სახელობის საწყისი საბრძოლო მომზადების ცენტრში იმყოფებოდა. ირაკლი ჩიქოვანი თავდაცვის ძალების მეთაურთან, გენერალ-მაიორ გიორგი მათიაშვილთან ერთად რეკრუტთა საწვრთნელი ასეულის სასწავლო პროცესს დაესწრო. საკონტრაქტო სამხედრო სამსახურის მომავალი სამხედროები საწყისი საბრძოლო მომზადების პროგრამის ფარგლებში ტაქტიკურ გადაადგილებაში, საცეცხლე მომზადებაში, ტოპოგრაფიასა და სხვა დისციპლინებში მზადდებიან.

თავდაცვის უწყების ხელმძღვანელმა საწყისი საბრძოლო მომზადების ცენტრის საინფორმაციო ბრიფინგი მოისმინა, ქვედანაყოფის შესაძლებლობებს გაეცნო და ბაზის ინფრასტრუქტურა დაათვალიერა. მინისტრი პირად შემადგენლობას გაესაუბრა და ქვედანაყოფის განვითარების სამომავლო გეგმებზე იმსჯელა.

ახალქალაქის სამხედრო ნაწილში ირაკლი ჩიქოვანი „ჯარის ბანაკის“ მოსწავლეებსაც შეხვდა, რომლებიც მათზე მორგებული პროგრამის ფარგლებში სხვადასხვა სამხედრო დისციპლინას სწავლობენ. დღეს „ჯარის ბანაკის“ მონაწილეებს მეცადინეობები პირველად სამედიცინო დახმარებასა და საინჟინრო მომზადებაში ჩაუტარდათ. დღესვე თავდაცვის მინისტრმა „ჯარის ბანაკის“ ბავშვებთან ერთად ისადილა და მათგან პირადად მოისმინა ბანაკში მიღებული შთაბეჭდილებები“, - ნათქვამია განცხადებაში.

ემილ ავდალიანი - საქართველო რეგიონის გეოგრაფიული ცენტრია, ამიტომ ლოგიკურია, თუ თეირანი, პეკინი და მოსკოვი ცდილობენ, თბილისთან ახლო ურთიერთობები დაამყარონ და ერთგვარად თავის „ბანაკში“ გადმოიბირონ
ქართული პრესის მიმოხილვა 11.06.2026
PSP-ს კამპანია Cannes Lions-ის ორ ყველაზე პრესტიჟულ კატეგორიაში მოხვდა
მყინვარწვერის გზაზე უკვე მაგთის 5G-ია
საერთაშორისო ფინანსურმა ინსტიტუტმა ქართულ ფინტექს ნდობა გამოუცხადა - Kursi.ge-ს ახალი ეტაპი
Tbilisi Waterfront-ის გაყიდვების ახალ ეტაპზე წარმოდგენილი ერთეულები რამდენიმე საათში სრულად გაიყიდა