მიხეილ სარჯველაძე - ოპოზიცია, არასამთავრობო ორგანიზაციების დიდი ნაწილი და სალომე ზურაბიშვილი ერთიანი გეგმით მოქმედებენ - უწევთ გულანთებული პატრიოტის თამაში

ოპოზიცია, არასამთავრობო ორგანიზაციების დიდი ნაწილი და სალომე ზურაბიშვილი ერთიანი გეგმით მოქმედებენ, რომელიც ჩვენს ქვეყანაში ისეთი ინტერესების გატარებას უკავშირდება, რაც საქართველოსა და ქართველი ხალხის ინტერესებთან ჰარმონიაში არ არის, - ასეთია ჯანდაცვის მინისტრის მიხეილ სარჯველაძის პოზიცია "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონის წინააღმდეგ საკონსტიტუციო სასამართლოში წარდგენილ სარჩელებზე.

სარჯველაძის თქმით, "თუ მთლიან სურათს შევხედავთ, გასაგები ხდება, რამ განაპირობა ზოგიერთი არასამთავრობო ორგანიზაციის არაკეთილგანწყობილი დამოკიდებულება საკანონმდებლო ინიციატივის მიმართ".

"ბუნებრივია, ხშირაც უწევთ გულანთებული პატრიოტის თამაში, მაშინ როდესაც აღმოჩნდება, რომ არც თუ ისე გულანთებულობა შეიძლება იყოს მათი "შეუპოვარი ბრძოლის" მიზეზი - აქ არის გარკვეული მერკანტილური ინტერესები", - განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - თუ ვაშინგტონი საქართველოში დაინახავს „ქართული ოცნების“ რეალურ ალტერნატივას, მაშინ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ინტერესი გაიზრდება და „ქართულ ოცნებასთან“ ე.წ. „დალაგების“ შესაძლებლობაც აღარ დარჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 26.03.2026
„იმპექსფარმი“: სააფთიაქო ქსელი „იმპექსი“ არ იყიდება!
„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
„სილქ როუდ ჯგუფი“ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს
100+ მილიონიანი ტრანზაქცია ქართულ ბაზარზე და „ენთების“ დიუ დილიჯენსი